“საწყალ შვილმკვდარ დედას აგინეს, გამწარებულმა დარეკა..” – ნახეთ პატიმრობა 16 წლით! შაქარაშვილის მკვლელობისთვის

0

განაჩენის გამოცხადების დროს, საცოდავმა, შვილმკვდარმა დედამ რომ კმაყოფილება გამოხატა, რევაზიშვილმა და გაგნიძემ უკანასკნელი სიტყვებით აგინეს. თურმე, თამუნას, შვილმკვდარ დედას, იმის უფლება არ აქვს, რომ სჯეროდეს, შვილი ვინ მოუკლა და შინაგანად, ერთადერთი შვება იპოვოს იმაში, რომ დამნაშავე დაისაჯა, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და მისი ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.მისი განცხადებით, ის და გიორგი შაქარაშვილის მამა განაჩენის გამოცხადებას სახლში, ტელევიზიით ელოდნენ.
„მას დარბაზში აგინეს მაგ „უდანაშაულოებმა“, ცხოვრებაში რომ ჭიანჭველისთვის ფეხი „არ დაუდგამთ“. გოგომ გამწარებულმა დარეკა, ქმარს ესაუბრებოდა, რომ

loading...

ორმა ადამიანმა დარბაზში აგინა შვილმკვდარ დედას. აი, ესაა მათი მორალური და სამართლებრივი. სახე ყველამ ნახეთ, რაც იყო“, – აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.
გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. სასამართლომ ხუთივე დაკავებული დამნაშავედ ცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წელი მიესაჯათ. არასრულწლოვნების ზ.ხ-სა და ა. ქ. განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.