”სახლში მარტო ვიყავი ჩემი დის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, შოკში ჩავვარდი…” – ნახეთ როგორ გამოიყურება გოგო ახლა, რომელიც შატილის ავარიის დროს სრულიად დალეწილი იყო

0

23 აგვისტოს საშინელი ავარია მოხდა შატილის გზაზე. მზღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.
ავარიას გადარჩენილმა ხატია დევსურაშვილმა კარგა ხანს არ იცოდა დის გარდაცვალების შესახებ. ექიმების რეკომენდაციით, ოჯახის წევრები უმალავდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ლექტორმა მიუსამძიმრა და ფაქტის წინაშე დადგა.

loading...

1 თვის წინ, როდესაც ხატია ჯერ კიდევ ვერ დადიოდა, თუთიყუში აჩუქეს, რომელიც მიყვანისთანავე არ მოშორებია ახალ პატრონს და ახლაც მუდმივად თან დაჰყვება. თუთიყუშს რატი ლაონიძე დაარქვა, ლევანი ექიმის (ლევან რატიანი) სიყვარულის გამო.

“მალე ვიღლები სიარულისას, მენჯის ძვალი მქონდა მოტეხილი და ცოტა სიარული მიჭირს, ძილის დროსაც, ერთ მდგომარეობაში ვიღლები და მეღვიძება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ხანს შემიძლია ფეხზე დგომაც და სიარულიც. ვატყობ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება.

საერთოდ არ მახსოვს 23 აგვისტო. წინა დღეც არ მახსოვდა, მაგრამ რომ გამახსენეს, როგორ ვემზადებოდით წასასვლელად, ყველაფრი ქრონოლოგიურად აღვიდგინე. ტრაგედიის დღეს ვერ ვიხსენებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დის ტელეფონში იმ დღეს გადაღბული ფოტოები ვნახე, არ მახსენდება არც ერთი მომენტი. რაღა თქმა უნდა, არც ავარიის მომენტი მახსოვს. ჩემი მეხსიერება გრძელდება სავადმყოფოს რეანიმაციიდან, სადაც თვალები რომ გავახილე, დავინახე დედა, მამა და ჩემი უმცროსი და – ლიზი და ვიკითხე, რატომ ვიყავი საავადმყოფოში და რატომ მტკიოდა სხეული.

ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ უცნაურ შეკითხვებს მისვამდნენ. რა მქვია, რამდენი წლის ვარ. ლევანი ექიმი დამანახვებდა 4 თითს და მეკითხებოდა, – ეს რამდენიაო? თურმე იმ ქვეყნიდან დავბრუნდი, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან და ამხელა ტრავმების შემდეგ მამოწმებდნენ, მეხსიერება როგორი მქონდა, მე კი აზრზე არ ვიყავი.

მედეა რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ მძიმედ იყო და სხვა კლინიკაში იწვა. დედა შავი კაბით არ მოდიოდა, რომ ვერ მივმხდარიყავი, რა ტრიალებდა ჩემს ოჯახში. მიფიქრია ხშირად, ნეტავ რამეს ხომ არ მიმალავენ-მეთქი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა დაჯერება, რომ მედეა გარდაიცვალა, სიმართლეს თვალს არ ვუსწორებდი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, სწავლა გავაგრძელე. მოგეხსენებათ, ლექციები ონლაინ ტარდება და ვესწრები სახლიდან. პირველივე ლექციაზე ლექტორმა მომისამძიმრა და უკვე დავრწმუნდი, რომ და აღარ მყავდა. პანიკა დამეწყო, ამ დროს შინ მარტყო ვიყავი და საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი…

ვმუშაობდი მერჩენდაიზერად და ჩემმა კომპანიამ ამ თვეების განმავლობაში ხელფასიც შემინარჩუნა და სამუშაო ადგილიც. ცოტა კიდევ მოვმაგრდები და ერთ თვეში ვაპირებ სამსახურში გასვლას. მადლობელი ვარ უზომოდ, რომ ასე ამომიდგნენ მხარში. არა მხოლოდ სამსახური, არამედ – უამრავი ადამიანი”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ხატიამ.

loading...

Share.