“სახლში შემომივარდა და…” – 35 წლის მამაკაცმა ქალს სექსუალური შევიწროვების გამო უჩივლა

0

ზესტაფონის პოლიცია იძიებს 35 წლის მამაკაცის, გიორგი გ.-ს მიმართ სავარაუდო, იძულების, ადევნებისა და სექსუალური შევიწროების ფაქტს. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი პოლიციაში დაწერილ განცხადებას თან ურთავს სმს-მიმოწერას, სადაც მისი მტკიცებით, მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს.
გამოძიება იძულების მუხლით მას შემდეგ დაიწყო, რაც კაცმა განაცხადა, რომ ქალი მის საცხოვრებელ სახლში უნებართვოდ შეიჭრა და თავის მოკვლით იმუქრებოდა, თუ პარტნიორი მასთან არ მივიდოდა და ურთიერთობას არ აღადგენდა.

loading...

„პრაიმტაიმი“ ესაუბრა ბრალდებების ადრესატს, მანანა მ-ს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ზესტაფონის პოლიციაში გამოძიება ნამდვილად დაწყებულია, თუმცა ის ყოფილი პარტნიორის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„თვითონ სიმამრის მკვლელობაში იყო ბრალდებული რუსეთში, როგორც ვიცი. ასეთი ინფორმაცია მაქვს მე და მოსაძიებელია. ცოლსაც ცილს სწამებდა, რომ მომწამლაო, აბაზანაში ახრჩობდა.

მე ეჭვიანობის ნიადაგზე მცემა. რამდენჯერმე სმს მივწერე – როგორ შეიძლება ასეთი რამ, თავის მოკვლა მინდათქო. მერე ვეძებდი, რაღაც პრობლემა ჰქონდა და სახლში ავედი მაგასთან, სოფელში. ვწერდი, იქნებ მნახოთქო. ამის გამო პოლიციაში შეიტანა განცხადება. ესეიგი, რახან ვეძებდი, ვურეკავდი და სმს-ებს ვწერდი, თურმე ეს ყოფილა ადევნება. უთქვამს, მავიწროებსო.

როგორც მეუღლე ისე მყავდა, ვურცხავდი, ვუსუფთავებდი. შთაბეჭდილება მრჩება, რომ სინამდვილეში ჩემთან გამოძალვის გამო იყო. რაც შეეხება ვითომ სახლში შეჭრას, თუ იქ შევედი, ნამდვილად არ ვთვლიდი, რომ სხვისი სახლი იყო, რადგან ბევრი მოწმეა და ყველა იტყვის, რომ ერთად ვცხოვრობდით, როგორც ცოლ-ქმარი“, – ამბობს მანანა მ.

წყარო: პრაიმტაიმი

loading...

Share.