პატიმარი მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნის ყველაზე სწრაფ გზად, ქვეყანაში თუ მის გარეთ, საქართველოს მეხუთე, მოქმედი პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალება სახელდება. მაგრამ არის თუ არა შეწყალება ცალსახა და იოლი გამოსავალი?
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა პრეზიდენტის, არამედ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხია, მაგრამ მოვლენების შესაძლო განვითარება ბუნდოვნად გამოიყურება იმ შემთხვევაშიც, თუ, მმართველი პარტიის პოზიციისა და მოლოდინების საპირისპიროდ, მეხუთე პრეზიდენტი შეიწყალებს მესამეს.
ზურაბიშვილის ბოლო დროინდელი განცხადებებმა და ქმედება ყველას ეჭვი გაუჩინა რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებისთვის ემზადება, აქტიურად ხვდება ოპოზიცის ლიდერებს და პარტნიორებს. პოლიტიკოსების აზრით ზურაბიშვილი შეიწყალებს სააკაშვილს .
ზურაბიშვილის შეცვლილი რიტორიკის და მოსალოდნელი შეწყალებით ოცნებამ პირდაპირ შტურმი მიიტანა პრეზიდენტზე, რამოდენიმე დღის წინ პრორუსული ძალები და შვილმკვდარი დედები მიუვარდნენ, ისინი პრეზიდენტს სასახლესთან გააპროტესტეს სააკაშვილის სავარაუდო შეწყალება, თუმცა შვილმკვდარი დედები რომლების შვილების საქმე გააყალბეს და 9 წლის განმავლობაში ამ მოსამართლების კაბინეტთან შიმშილობდნენ და აპროტესტებენ,დღეს როცა ეს შემზარავი საქმის მოსამართლები ოცნებამ ყველა დააწინაურა პროტესტი არ გამოხატავთ და არც ერთხელ არ გაუპროტესტებიათ მათი შვილების საქმის გამყალბელების დაწინაურება.