“სუპერმაკეტის რიგში ვიდექი, ჩემს უკან ზღვა ხალხი იყო, მე კი ჩემი უფროსების გამოტანებული ფული დავკარგე, ტირილი ამიტყდა და უეცრად..” – იხილეთ ქართველი ემიგრანტის ემოციური ისტორია

0

სუპერმარკეტში საყიდლებზე გამგზავნეს, ერთი საათი ველოდე რიგს, ჩემს უკან ზღვა ხალხი იყო, როცა ჩემი დრო მოვიდა ფული ჩანთაში არ მედო. ცრემლები წამომცვივდა უკან კი ძალიან დიდი ჩოჩქოლი ატყდა, მხარზე კი ვიღაცამ ხელი დამკრა.
რამდენიმე წელი 500 ევროზე ვმუშაობდი ერთ ოჯახში. როცა მოხუცი გარდაიცვალა და ჩემი საჭიროებაც აღარ იყო სხვა ოჯახი მოვძებნე. ძალიან კარგი ხალხი იყო, მზრუნველები და თბილები. განსხვავდებოდნენ რიგითი გერმანელებისგან, არ იყვნენ ცივები და უცხოს გასაჭირის მიმართ გულგრილები.
ჩემი მძიმე ყოფის შესახებ რაც მოვუყევი, თუ როგორ დავტოვე ჩემი შვილები და ოჯახი რამდენიმე წლის წინ, რომ გერმანიაში ჩემი შრომის შედეგად იქ შიმშილით არ იხოცებიან ხელფასი 300 ევროთი გამიზარდეს. მჩუქნიდნენ ნივთებს, რომლებსაც აღარ იყენებდნენ, როცა

loading...

საყიდლებზე ან სამოგზაუროდ მიდიოდნენ სულ მოჰქონდათ ნაირ-ნაირი საჩუქრები, რომლებსაც ჩემს პატარებს ვუგზავნიდი საქართველოში.

რომ ვთქვა საქმე თავზე საყრელი მქონდა თქო – არა. დიდი სუფთა სახლი იყო, ქალაქგარეთ. ხშირად არც მიწევდა დალაგება, რადგან დიდი ოჯახი არ იყო და საქმეც ცოტა იყო. ორ კვირაში ერთხელ საყიდლებზე მგზავნიდნენ მძღოლთან ერთად. საყიდლების სიას და ფულს მომცემდნენ, მეც მივდიოდი და მომქონდა.

ერთ დღესაც მე და მძღოლი ჩვეულებრივ წავედით საყიდლებზე. ჰიპერმარკეტში ტევა აღარ იყო, ძლივს შევაგროვე რაც უნდა მეყიდა და დაველოდე სალაროსთან ჩემს რიგს. ზღვა ხალხი იყო, ალბათ ერთი საათი ველოდებოდი რიგს, ჩემს უკან რიგსაც ბოლო არ უჩანდა. მოლარეები დაძაბულები ატარებდნენ პროდუქციას, რიგისაგან გადაღლილი ხალხი გაღიზიანებული იყო და მოლარის ან მყიდველის პატარა დაუდევრობას და შეყოვნებას დიდი პროტესტით და ხმაურით აპროტესტებდნენ. ბოლოს როგორც იქნა ჩემი დროც მოვიდა, 2 დიდი კალათიდან დავიწყე პროდუქტების ამოღება, პარალელურად კი მოლარე ატარებდა. პროდუქტები მოძრავ სალაროს დახლზე სრულად რომ ამოვალაგე, ფულის ამოსაღებად ჩანთა მოვიხსენი, ხელი ჩავყავი და იქ ფული არ იყო. შემდეგ დავიწყე ქურთუკისა და შარვლის ჯიბეების მოსინჯვა, ამასობაში მოლარე უკვე მოლოდინის რეჟიმში იყო.

თავს უკვე ძალიან ცუდად და უხერხულად ვგრძნობდი, ჩემს უკან რიგში გახედვაც აღარ მინდოდა. უკვე წარმოვიდგინე როგორ მლანძღავდნენ სალაროს რომ ვაყოვნებდი. შემდეგ ტელეფონი ამოვიღე და მძღოლთან დავიწყე რეკვა, თან პანიკურმა ტირილმა ამიტანა. ერთადერთი იმედი ის იყო, რომ ფული მანქანაში ამომვარდა, თუ არადა წარმოდგენაც არ მინდოდა რას მიზამდნენ გაბრაზებული გერმანელები. როგორც იქნა მიპასუხა, ვუთხარი მანქანა შეამოწმე მანდ ფული უნდა იყოს თქო, ამ მომენტში ჩემს უკან ისსთი ხმაური და ჩოჩქოლი ატყდა, მეგონა ეს ხალხი ხელს დამტაცებდა და შუაზე გამგლეჯდნენ, მძღოლი სანამ მანქანასთან მივიდა ერთი სიკვდილი გამოვიარე. უკვე წარმოდგენილი მქონდა, რომ ეთქვა ფული აქ არისო რა დამემართებოდა. უკან გახედვას, ეშმაკისთვის ჩამეხედა თვალებში ის მერჩივნა, შიშმა, სინანულმა, სირცხვილმა ერთად დამიარა გონებაში. მუხლები მიკანკალებდა და პირი მიშრებოდა, იმაზეც ვფიქრობდი სახლში ხელცარიელი რომ დავბრუნდებოდი რა უნდა მეთქვა ჩემი უფროსებისთვის. ან როგორ უნდა დამერეკა ჩემი პატარებისთვის და მეთქვა, – შვილებო, დედათქვენის დაუდევრობისა და უყურადღებობის გამო ეს ერთი თვე მშივრები დაიძინებთ თქო, რადგან დედამ სხვისი ფული დაკარგა და თქვენთვის გამოსაგზავნი ფულით მოუწევს გასწორება თქო.

ძალიან ემოციური ვარ. სახე ალბათ ჩემი არ იქნებოდა, ისე ვღელავდი. ტელეფონზე უარი მივიღე, მძღოლმა ვერაფერი იპოვა მანქანაში. უკვე ვოცნებობდი იქვე მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი. უკან კი ხალხის ნაცვლად უკვე ბრბო იდგა, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ ჯორზე შევესვი უკუღმა და მარიტასავით ჩავექოლე. უკვე იმდენი ხანი ვალოდინე, რომ ჩემს წამებით მოკვლაზეც არ იტყოდნენ უარს…

ამ განცდებში ვარ და უეცრად მხარზე ძლიერი დაკვრა ვიგრძენი, ალბათ მართლა იწყებენ ჩემს ჩაქოლვას მეთქი და თავი დაბლა დავხარე, ორივე ხელით კი ვცდილობდი სახისა და თავის დაფარვას. კიდევ ვიგრძენი მხარზე ხელის შეხება და ახალგაზრდა ქალის ხმა:

– ქალბატონო, შემობრუნდით, არაფერს დაგიშავებთ, – მითხრა ძალიან მშვიდი ხმით, – გამიკვირდა.

თავიდან ხელები ჩამოვიღე, უკან აცრემლებული თვალებით და ფერდაკარგული სახით მივიხედე და რას ვხედავ; საშუალო სიმაღლის, ქერა, ცისფერთვალება, 20-22 წლის გოგონა დგას, ხელში კი ფული უჭირავს და მაწოდებს.

გული სიხარულით კინაღამ ამომვარდა, ცრემლები მოვიწმინდე, პატარა ბავშვივით კისკისი ამიტყდა და ბოდიშების მოხდა დავიწყე, გოგონას ფული გამოვართვი, მეგონა ჯიბიდან ამომვარდა მაგრამ ფულს რომ დავხედე ის ფული არ იყო რაც მქონდა, აქ სულ წვრილი კუპიურები იყო.

– კი მაგრამ ეს ჩემი ფული არ არის

– ვიცით ქალბატონო, ეს ჩვენი ფულია, რომელიც თქვენ მოგიგროვეთ, – ამ სიტყვებზე გული ამიკანკალდა.

– კი მაგრამ, რატომ ამიგროვეთ მე ეს ფული, არ გიცნობთ და არ მიცნობთ

– ქალბატონო ემოციების დრო არ არის, ხალხი გველოდება, გთხოვთ გადაიხადოთ და თქვენც მალე წაბრძანდებით სახლში და ჩვენც

ვეღარაფერი ვთქვი, ფული მოლარეს გავუწოდე და პროდუქტის ჩალაგება დავიწყე. არ ვიცი რა დამემართა, სიხარულმა და სინანულმა ერთად ამიტანა. თავბრუ მეხვეოდა და გული სწრაფად მიცემდა, რომ მოვრჩი პროდუქტის ჩალაგებას შემოვბრუნდი რიგისკენ, ხელები ზემოთ ავწიე და ტირილ-ნარევი ყვრილით დავიძახე

– თქვენ გენაცვალეთ გერმანელებო, დაგლოცოთ უფალმა უცხოტომელის გასაჭირის გაზიარებაში! ღმერთმა ისე გაგაბედნიეროთ ყველა, როგორც ახლა მე ვარ ბედნიერი თქო.

სახლში მივედით, არაფერი მითქვამს უფროსებისთვის. ყველაფერი თავის ადგილზე დავდე და ჩემს ოთახში შევედი.

ნუთუ არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაშიც ცხოვრობდეს ასეთი ხალხი? გერმანელებმა ჩოჩქოლი და ხმაური თურმე ფულის ერთმანეთისთვის გადაწოდების დროს და უცხოს დასახმარებლად დაიწყეს, საქართველოში კი გინებით და წყევლით ამიკლეს ერთხელ. რამდენჯერ დამესიზმრა უკვე ეს ყველაფერი აღარ ვიცი.

იმდენად დიდი ემოციების და განცდების მატარებელია, რომ მინდოდა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ჩემო კეთილო, პატიოსანო და მშრომელო ქართველებო, ჩვენ მთელს მსოფლიოში ლუკმა-პურზე მოხეტიალე ხალხი ვართ. ყველა ქვეყანაში არის ცუდიც და კარგიც, ხოდა ვეცადოთ ყველასგან კარგი ვისწავლოთ და ჩვენს ქვეყანაში წამოვიღოთ. თორემ ახლა რა ცუდიც აქვთ სხვებს ზუსტად იმას ვითვისებთ და ეგ გვგონია სწორი. წყარო:genews.ge

loading...

Share.