დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმაურება, სადაც სასულიერო პირების ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული:
“ვუყურე მეც საშინელ კადრებს, როგორ სცემს სასულიერო პირი მეორე სასულიერო პირს პედერასტიისა და შესაძლო პედოფილიისათვის.
სცემს იმიტომ, რომ საცოდავი და ადვილად მოწყვლადია ეს ბერი პიროსი, აბა სინოდის წევრ ლეგალურ და ცნობილ მამათმავლებს სცემოს, გაბედავს?!
მაშინ ვირწუნებდით მის “ვაჟკაცობას”.
რა ვიცი, სამებაში პატრიარქის წირვისას პრაქტიკულად გეიაღლუმი აქვთ ხოლმე და რაღა ამ ბერისა გაიკვირვა კეკელიამ და ამ მღვდელმა?!
ნუ, საეკლესიო კანონებით ერთის ცოდვაც და მეორის ცოდვაც სასულიერო ხარისხიდან განკვეთას ითვალისწინებს, ეს ვიცით ყველამ მგონი და საქართველოს “მართლმადიდებელ” ეკლესიაში რომ საეკლესიო (და საეროც) კანონები უმოქმედო და გაუქმებულია ილია შიოლაშვილის მიერ, ესეც ცნობილია”, – წერს ილია ჭიღლაძე.