უკრაინაში მოხალისედ წასული დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოუწოდბს ნებისმიერ ქართველს ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, რომ უკრაინაში ქალების და ბავშვების გამოსაყვანად რამდნეიმე ავტობუსი გააგზავნოს, ასევე ამბობს იმასაც რომ თუ ბარტერი უნდა მთელი ცხოვრება მასზე ილაპარაკებს და მთელი ცხოვრება მისი მადლიერი იქნება, ხოლო თუ საიდუმლოდ დარჩენა სურს მაშინ მასზე ხმასაც არ ამოიღებს.
როგორ დავიჯერო, რომ საქართველოში ვერ გამოიძებნა ვინმე მდიდარი ადამიანი, რომელსაც სინდისი აწუხებს მაშინ, როდესაც ათასობით დაბომბილი ბავშვის შესახებ ესმის ინფორმაცია? თქვენ შეგიძლიათ ერთი მარტივი გადაწყვეტილებით და თქვენი ფულის 0.01%-ით მოაყენოთ აქ ავტობუსები და ეს ხალხი გადაარჩინოთ. უკვე 3 დღე და ღამეა ვიხვეწები ავტობუსებს, რომ გავიყვანოთ ხალხი. ნუ გეშინიათ, არაფერი მოგივათ, უკრაინაში არც კი შემოგიყვანთ. გამოვიყვანთ ამ ქალებს და ბავშვებს, საზღვარზე დაგხვდებათ. შეწუხებული ვარ ამ გულგრილობით – რად გინდა ფული, თუ მის სანაცვლოდ ადამიანობა დაკარგე?!
გ ა ვ ა ს ა ი დ უ მ ლ ო ე ბ ! თუ მადლობა გინდა საჯაროდ, წლების მანძილზე გადაგიხდი მადლობას, ოღონდ ვინმე მდიდარმა (რომლებიც უხვად კითხულობთ ჩემს გვერდს) ისურვეთ და გაიყვანეთ ბავშვები და ქალები აქედან! ბარტერი გინდა? თანახმა ვარ, ასიათასობით ადამიანს ვანახებ, რომ სიკეთე გააკეთე. ფარულად გინდა? ვფიცავ ვერავინ გაიგებს შენს შესახებ, ოღონდ გააკეთე!
გუშინ 1500 ქალი და ბავშვი დაბომბეს თავშესაფარში – გახსოვდეს ეს.
ეს არის ჩემი ვოთსაფის ნომერი: +48 694 812 741