“უმშვენიერესი ქალიშვილის და ულამაზესი მეუღლე..” – ნახეთ როგორია ყოფილი პრემიერ მინისტრის ოჯახური ცხოვრება(ფოტოები)

0

გიორგი გახარიას პოლიტიკური ცხოვრების მიღმა, ბევრს საუბრობდნენ მის ოჯახსა და პირად ცხოვრებაზე, თუმცა, მედიაში იშვიათად იწერებოდა გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის ჰალსტუხის გარეშე ცხოვრების დეტალებზე.გახარიას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე 1983 წელს დაბადებული მარიკა ფანცულაიაა.
გახარიას მამა ზაურ გახარიაა, წარმოშობით სენაკიდან. ის პროფესორი და სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს” კოორდინატორია. ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფიზიკურად ძალიან ჰგავს მამას.დედა მზია ლეჟავა წლების

loading...

განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში.
გახარიას მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს, ზვიად გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, გახარიას ოფიციალურ მიღებებზე მეუღლესთან ერთად ვერ შეხვდებით.

37 წლის მარიკა ფანცულაია „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. გახარია-ფანცულაიას წყვილს ერთადერთი ქალიშვილი ანნა ჰყავთ, რომელიც მედიის ობიექტივში პირველად კახა კალაძის ქორწილის შემდეგ მოხვდა.

ქვეყნის პრემიერმა კახა კალაძის და ანუკა არეშიძის ქორწილში ქალიშვილთან ერთად იცეკვა და მედიაში ამის ამსახველი ფოტო გავრცელდა.

ანნა გახარია სკოლის მოსწავლეა და სიმღერა უყვარს. ის კომპოზიტორ მაია კაჭკაჭიშვილის მოსწავლე გახლდათ, რის შესახებაც ცნობილმა მუსიკოსმა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაიგო, როდესაც 2018 წელს, ღამის კლუბებში სპეც-ოპერაცია ჩატარდა.
წყარო:dainteresdi.club

loading...

Share.