უმძიმესი დანაშაული კახეთში – 30 წლის კაცმა ათი წლის გოგონაზე საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სექსუალურად იძალადა

0

კახეთში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც მის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის გოგონას მიმართ საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სექსუალურად იძალადა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,

loading...

30 წლის კაცი საკუთარ მეუღლეზეც სისტემატიურად ძალადობდა და ემუქრებოდა. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოჯახში ძალადობის, მუქარის და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული გ.ი. ლაგოდეხში დააკავეს.

დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. გ.ი. არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის ოჯახში სტუმრად მყოფი 10 წლის მცირეწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი დანაშაული ჩაიდინა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 126′-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა,” “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს” – ნათქვამია განცხადებაში

loading...

Share.