“უფალმა დაგლოცოს,ძალიან სასიხარულო ამბავია გილოცავთ..” – ნახეთ 24 წლის გოგო, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა სიმსივნე დაამარცხა

0

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა. მას ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობისთვის მისმა სამეგობრომ და საზოგადოებამ დიდი საქმე გასწია და საჭირო ტანხა შეგროვდა. როგორც სპეციალურად მეკოს დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში წერია:
„თქვენთვის ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს, 24 წლის მეკო ჩიტიშვილმა #სიმსივნე #დაამარცხა, დღეს სრულიად ჯანმრთელია და უკვე საქართველოში იმყოფება. მადლობა უფალს ამ სიხარულისთვის და მადლობა მის ძალიან მაგარ მეგობრებს, თვეების განმავლობაში დღედაღამე ათენეს მეკოს, სამკურნალო თანხა რომ შეეგროვებინათ და გადაერჩინათ მეგობარი, მათ ეს შეძლეს. გილოცავთ ყველას. უამრავი კეთილი ადამიანის დახმარებით და ერთიანობით ახალგაზრდა გოგო სიკვდილს გადავარჩინეთ, აი,

loading...

რა შეუძლია ერთიანობას და სიკეთეს.❤❤

ვინც ახლა გაიგო მეკოს შესახებ, გეტყვით, რომ ეს არის გოგო, რომელსაც დაუდგინდა საქართველში სარკომა და უმძიმესი მდგომარეობის გამო გახდა საჭირო ავსტრიაში გადაყვანა, უამრავი ქიმიო თერაპიის და ოპერაციის შემდგომ, მეკომ დაამარცხა სიმსივნე და დღეს სრულიად ჯანმრთელი დაუბრუბდა ოჯახს. მეგობრებმა მის გადასარჩენად ერთობლივი ძალისხმევით შეაგროვეს 500 171 ლარი, ნახევარი მილიონი მეკოს სიცოცლის გადასარჩენად, სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატად.

თუ ფიქრობ, რომ შენი 1 ლარით ვერაფერს შეცვლი. აი, შედეგი 500 171 ლარით ახალგაზრდა გოგო გადარჩა.

ფონდი სიკეთის კვალის სახელით ვულოცავთ მეკოს , მის ოჯახს ,მეგობრებს და სრულიად საქართველოს, ვინც თუნდაც ერთი ლარით ან ერთი საქველმოქმედო ზარით გადაარჩინა ახალგაზრდა გოგო. დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებთ მუდამ, გახარებას და დიდ წარმატებას ცხოვრებაში, ასევე ვუსურვებთ ყველა ადამიანს ვინც ახლა გადის რთულ და მძიმე გზას მალე გამოჯამრთელდნენ და მეკოსავით გაგვახარონ ამ ვერაგი დაავადების დამარცხებით. გვიყვარხართ და გვეიმედებით, ჩვენო კეთილო ადამიანებო“.
წყარო:sauketeso.club

loading...

Share.