უწმინდესის ჩარევით 9-შვილიან ოჯახს ჩამორთმეული ბავშვები დაუბრუნეს – რატომ წაიყვანეს შვილები მშობლებისგან?

0

❗↘️ კათოლიკოს-პატრიარქის და მოსაყდრე შიოს, უშუალო ჩარევით და ასევე დიმიტრი ლორთქიფანიძეს, ლევან ჩაჩუას და გურამ ფალავანდი ႢႴს ჩართულობით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში მცხოვრებ ფუტკარაძეების ოჯახს სოციალური სამსახურის მიერ ჩამორთმეული ბავშები დაუბრუნეს❗❗❗
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა.
მისი თქმით, „პატრიარქი პირადად იყო ინფორმირებული ამ პრობლემის შესახებ, მან დაავალა მეუფე შიოს საკითხში გარკვევა, რომელსაც

loading...

ჰქონდა კომუნიკაცია სოციალურ სამსახურთან და ბავშვები უკვე საკუთარ მშობლებთან იმყოფებიან“.

ფუტკარაძეების საქმეს ეხმაურება სხალთის ეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონიც:

„მადლობა ღმერთს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მადლობა ჩვენს პატრიარქს, რომელიც პირადად ჩაერია, მადლობა ჩვენს მღვდელმთავრებს და მოსაყდრეს. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც პირადად ჩაერია, ჩავიდნენ ადგილზე და საჯაროდ გამოიტანა ეს საქმე“, – განაცხადა მეუფე სპირიდონმა სხალთის ეპარქიის სამღვდელოებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაერთიანებულ კრებაზე.

„რა მოხდა სინამდვილეში? ეს ფაქტი უნდა გავაანალიზოთ. ოჯახში მიუვარდნენ, 9 შვილი წაართვეს, გეგონება დიდი თურქობა, ლეკიანობა, ან ყიზილბაშობაა. როგორც აღმოჩნდა, ეს ფაქტი არ არის ერთჯერადი. ვინ? არის სპეციალური ხალხი, რომელთაც ქვიათ სოცმუშაკები, დაგეშილი ხალხი, რომლებიც მხეცებივით შედიან ოჯახებში და ართმევენ ბავშვებს. წარმოუდგენელი ფაქტია. პირველ რიგში, ეს არის ოჯახის ინსტიტუტზე დარტყმა… წყეულ ანტიქრისტეს მიზანში ჰყავს ამოღებული ოჯახი და მიდის შეტევა“, – ამბობს მეუფე სპირიდონი.

loading...

Share.