presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 26
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… მიცვალებული დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს… – პეტრე კოლხი
საზოგადოება

ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… მიცვალებული დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს… – პეტრე კოლხი

presaBy presa12/12/2021კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული ისტორია, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მამა პეტრე კოლხმა გამოაქვეყნა.
ისტორიაში, სასულიერო პირი, გვიყვება ქალზე, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა.
„ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. ეგონა, რომ გათხოვდა, მაგრამ ქალიშვილი არ ხარო და პირველივე ღამეს ქმარმა სახლიდან გამოაგდო… ევედრებოდა, ასე ნუ მომექცევი, ჩემებს გული გაუსკდებათ, ვერ გადაიტანენ, ერთი კვირა შემიფარე, თუ ასე ვერ მიტან და მერე ჩემს გზას ვეწევიო…
კაცმა ქვა ააგდო თავი შეუშვირა, ასე ვერ მოვიქცევი, ადექი და სადაც გინდა იქ გადაეთრიეო…

ქალის ოჯახში კი უკვე მილოცვებს იღებდნენ, უხაროდათ, ძლივს ბედს ეწია, მთავარია ბედნიერი იყოს და გამრავლდესო…

მეორე დღეს სამწუხარო ამბავი შეატყობინეს, ქმარს ქალიშვილი არ ჩაბარდა, გააგდეს და არავინ იცის სად წავიდაო…

ნათესავებმა, ეს ჩვენს თავზე ლაფის დასხმაა, მაგას როგორ ვაპატიებთ, არასდროს გამოჩნდეს, ჯანდაბამდე წასულაო…

სხვა ქალაქში დასახლდა, ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი…. დედას ისე მოენატრებოდა, ქმრის საფლავზე გადიოდა და მოთქმას იწყებდა… სახლში მისი სახელის ხსენებაც, ტირილიც და საუბარიც ეკრძალებოდა…

წლების მერე დედას წერილი გამოუგზავნა, ცოცხალი ვარ, კარგად ვარ, თავს მიხედე, გულს ნუ გაიხეთქავო…

ჰო, ცოცხალი იყო, მაგრამ ოჯახის წევრების მონატრებას ვერ უძლებდა, ზოგჯერ მეზობლებთან დარეკავდა, ერთსა და იმავე ისტორიას ათასჯერ მოაყოლებდა… თუ მეზობლები მოახერხებდნენ და დედამისს სახლიდან გამოაპარებდნენ, მთელ სახლს ზლუქუნი და ცოცხლად დატირება ფარავდა…

წლები ასე, სამუდამო მისჯილ პატიმარს ჰგავდა…

თავიდანვე ითქვა, მშობლიურ ქალაქს ვერ იხილავსო და მორჩა…

აგვისტოს დასაწყისი იდგა, ამბავი შეგვატყობინეს, სამი დღე სამსახურში არ გამოჩენილა, ბოლოს თანამშრომლებმა კარი შეამტვრიეს და ლოგინში მკვდარი იპოვნესო…

ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ გული გაუსკდა…

მთელი რაიონი გლოვობდა… მიცვალებული ბავშვობის სახლში დააბრუნეს…

დედის თხოვნით საქორწინო კაბით დაკრძალეს!..“,-წერს, მამა პეტრე.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleთბილისის მერია დეკემბრის თვეში კომუნალურ გადასახადებს დააფინანსებს – ნახეთ ვის და როგორ შეუძლია ამ პროგრამით სარგებლობა
Next Article “გლოვობს მთელი კახეთი, 12 წლის გოგონა საკუთარმა ძმამ შემთხვევით პნევმატური იარაღით მოკლა..” – ნახეთ ტრაგედიის დეტალები

Related Posts

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
უახლესი სტატიები

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/202201 Min Read

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მსახიობ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) გადაცემაში ისაუბრა ახალ მსოფლიო გაერთიანებაზე, რომელიც თითქოსდა ახლა…

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.