presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 3
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»სოციალური მედია»“ქალს ჯერ ქმარი და მერე შვილები მოუკვდა,1 წელი გავიდა და ისეთი რამ მოხდა ვერავინ წარმოიდგენდა..”
სოციალური მედია

“ქალს ჯერ ქმარი და მერე შვილები მოუკვდა,1 წელი გავიდა და ისეთი რამ მოხდა ვერავინ წარმოიდგენდა..”

presaBy presa21/07/2022კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

სოციალურ ქსელში ექიმი ნელი გაბინაშვილი ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და ერთი ოჯახის მძიმე ისტორიას გვიყვება.ექიმი წერს ქალზე, რომელმაც ჯერ ქმარი დაკარგა, შემდეგ ერთმა შვილმა თავი მოიკლა, ხოლო მეორე წყალში დაიხრჩო.
ამბავს ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ.

„დილიდან ამყვა ფიქრი ერთ საოცარ ქალზე, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ბანალურად გამოჩნდა და ბევრი თავსატეხი გამიჩინა, ბევრი რამ სხვაგვარად დამანახვა და ბევრი კითხვაც დამიტოვა…

ზაფხული იყო, კაბინეტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შემოვიდა( უფრო ქალი იყო ახალგაზრდა, ქმარი – შუახნის)

-„ძალიან ცუდად მყავს ჩემი მიშა ექიმო, უნდა უშველო უმაგისოდ რა გვეშველება, ან მე ან ჩემს შვილებს?!”

ქალი იყო მაღალი, ჯეირანივით ყელმოღერებული, დიდი შავი, ცოცხალი თვალებით, ხვეული თმით – ჯანიანი, თითებზე მძიმე შრომის კვალი აჩნდა, ქმარი გამხდარი, ფერმკრთალი, ავადმყოფური სახით. ანამნეზის შეკრებისას ქალი პასუხობდა, კაცს არ აცდიდა.. ღიმილით ვთხოვე თვითონ მიპასუხოს დააცადე-თქო, მაგან მარტო შრომა იცის, წესიერად ვერ აგიხსნითო.

დაავადება ძალიან სერიოზული აღმოჩნდა, შორს წასული დილატაციური კარდიომიოპათია, გულის მწვავე უკმარისობით… ამ დღიდან რამდენიმე წელი ერთად ვიბრძოდით სენის წინააღმდეგ, უფრო ქალი, მზად იყო არაფერი დაეშურებინა მეუღლის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად. ორი ვაჟკაცი მეზრდება, თვითონ ირჩენენ თავს, მშივრები არ იქნებიან შრომა იციან, თავისი ნაშრომი ამ კაცს უნდა მოვახმაროო, ერთხელ შეშფოთებულმა დამირეკა, ძალიან ცუდად არის, გადაადგილება არ შეუძლია, იქნებ ზეპირად მირჩიოთ რამე ფეხზე რომ წამოვაყენოო, მეუღლეს ვთხოვე წამიყვანე ზეპირად ვერ მივცემ დანიშნულებასთქო კითხვა – კითხვით მივაგენით, ედემის ბაღივით აყვავებულ სიმწვანეში, ორსართულიანი დაუმთავრებელი უკარფანჯრო სახლის ქვედა სართულის უიატაკო ოთახში იწვა ავადმყოფი.

ჩემი მოულოდნელი მისვლით ისე დაიბნა, გაუხარდა უმძიმესი მდგომარეობა იყო სასწრაფო გამოვიძახე და სტაციონარში გადავიყვანეთ… შედეგი სავალალო იყო… მძიმე შავებში შეიმოსა ცოლი, ფრთამოტეხილივით დადიოდა, შვილები გყავს რა უფლება გაქვს უმოქმედობისო შემოუძახეს, ორმაგი ძალით შეეჭიდა ცხოვრებას, ორი წელიც არ გასულა შემზარავი ამბავი გავრცელდა: „ნანას უფროსმა შვილმა ახალი წლის ღამეს თავი მოიკლაო,“ .. უფრო მძიმე ძაძებით შეიმოსა, უფრო დაპატარავდა: „თავისი ადგილი ვერ ნახა ცხოვრებაში, სამსახური ვერ იშოვა სმა დაიწყოო თავს იდანაშაულებდა მამა რომ ჰყოლოდა ეს არ მოხდებოდაო“… მეორე შვილი ხომ გყავს, იმას მიხედე, ახლა იმას სჭირდები, შენი უსაშველო გლოვით ბიჭს ცხოვრება არ გაუმწაროო.. ისევ შემოუძახეს, მძიმე შრომაში ცდილობდა დარდის გაქარვებას… ისევ შემზარავი ამბავი, შრომით დაღლილმა ყმაწვილმა წყლით გაგრილებს გადაწყვიტა და… დაიხრჩოო…

სამძიმარზე არ ტიროდა, არ მოთქვამდა, ჭერში იყურებოდა… ერთი წელიც არ იყო გასული კაბინეტის კარი შემოაღო, წითელი კვასკვასა ტუჩსაცხი ესვა, ჭრელი კაბა, გამომწვევი მაკიაჟით.. გავოცდი, თავი ძლივს შევიკავე ჩემი გაოცება რომ დამეფარა… მოსვლის მიზეზი ვკითხე, ჯანმრთელობის ბევრი მძიმე პრობლემა აღმოაჩნდა, წამყვანი თირკმლის მწვავე უკმარისობა სასწრაფოდ სტაციონარია საჭიროტქო.. ცოტა ხანს შეჩერდა: „ცხოვრებას დავცინეო, მის ჯიბრზე რა არ ვიფიქრე და ეს მოვიფიქრეო“– ჩუმად ჩამჩურჩულა..

დიდი დრო არ გასულა წავიდა თავის ქმარ- შვილთან ასე მორთულ- მოკაზმული, უნუგეშო და მარტოსული…არ ვიცი რატომ წუხელ დამესიზმრა ძალიან, ძალიან ზევიდან იყურებოდა და.. იღიმოდა“, – წერს ნელი გაბინაშვილი.
წყარო:daqali.club

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleსოსო გოგაშვილმა ივანიშვილის გუნდი ამხილა – როგორ აყალბებს “ოცნება” არჩევნებს
Next Article მძღოლმა მანქანაში 18 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა – ყველაზე ცუდი ის არის, რომ გოგონა…

Related Posts

“გაგიჟდება,დაიწყება საზარელი დაპირისპირებები..” – ნახეთ ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველბა

27/05/2023

”უცებ გონება დაკარგა და რკინის მაგის თავი ჩამოარტყა სამწუხაროდ და…” – ნახეთ ამ წუთებში მიშაზე სულისშემძვრელი ინფორმაცია გავრცელდა

04/05/2023

„ფრთხილად იყავით. ეს ფაქტი განმეორდა სამჯერ, სხვადასხვა დროში. თავიდან საკეტს აწვალებდა და შემდგომ…“ – ვრცელდება საგანგებო ინფორმაცია

29/04/2023
უახლესი სტატიები

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

“საწოლზე იყო მიბმული..” – ნახეთ ახალგაზრდა ბიჭი ახალხანს სასტიკად მოკლეს. ცნობილია ვინ

31/05/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/202301 Min Read

საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები უმძიმესი ავარიის შესახებ იტყობინებიან. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი ავარიაში მოყვა.…

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

რეალური “მაუგლის” ტრაგიკული ისტორია – ვინ იყო და როგორ გაგრძელდა მგლების მიერ გაზრდილი ბიჭის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც მონადირეებმა ჯუნგლებში იპოვეს (ფოტორეპორტაჟი)

31/05/2023

“ძალიან ავად არის სოსო მას..” – ნახეთ სოსო მეგობარმა გაამხილა რა სჭირს მსახიობს

30/05/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.