presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
შაბათი, ივნისი 25
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»“ქართველი ქალები თავს იკლავენ რადგან ვერ უძლებენ..” – ნახეთ რატომ მოიკლა ქართველმა ქალმა თავი იტალიაში
საზოგადოება

“ქართველი ქალები თავს იკლავენ რადგან ვერ უძლებენ..” – ნახეთ რატომ მოიკლა ქართველმა ქალმა თავი იტალიაში

presaBy presa07/12/2021კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

იტალიაში ემიგრანტების საინფორმაციო პლატფორმა ქართველი ემიგრანტის, პოეტის, ლელა ლაჩაშვილის წერილს აქვეყნებს, სადაც ის რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება – ქალაქ რეჯო-კალაბრიაში ქართველი ემიგრანტი ქალი დაიღუპა, ის მე-4 სართულიდან გადავარდა.
“ხშირად ვწერ ამ თემაზე და იქნებ ვინმეს თავიც მოვაბეზრე, ვწერ, მაგრამ საშველი არ არის, ანუ ხმა ჩემი “მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

დღეს ახალი გულსაკლავი ინფორმაცია გაჟღერდა საემიგრაციო ჯგუფებში. ახალგაზრდა ქართველმა ქალბატონმა რეჯო-კალაბრიის ერთ-ერთ ქალაქში, (კონკრეტიკისგან თავს ვიკავებ) თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, გადმოვარდა იმ ბინის მეოთხე სართულიდან, სადაც მუშაობდა.
როგორც იტალიური პრესა იუწყება, სიკვდილის მიზეზს იკვლევენ და ჩემი გულის კარნახს თუ ვენდობი და კულუარებში გაჟღერებულ ინფორმაციას, მისმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო მძიმე შრომით და ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელშიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩვენი ქალები იტალიაში.

არ მსურს შეურაცხყოფა მივაყენო ქვეყანას, რომელმაც მოგვცა თავშესაფარი და კანონით იცავს ყველა ემიგრანტის უფლებას, მათ შორის არალეგალურად მყოფისაც, მაგრამ კანონი რომელიც ქაღალდზე რჩება და არ აღესრულება, იმის გამო რომ უუფლებოდ გვთვლის ოჯახი, სადაც მუშაობ და იმის გამო გიქირავა, რომ შავი მუშახელის შენახვა გაცილებით იაფი უჯდება ვიდრე, კონტრაქტით მომუშავის. გასაკვირვი არ უნდა იყოს, რომ ძალიან მცირე ანაზღაურებაში ცდილობს მაქსიმალურად დატვირთოს მომსახურე პერსონალი. ამას ემატება ენის ბარიერიც თუ ახალი ჩამოსული ხარ და ენას არ ფლობ მათი კანონები რომც იცოდე თავს ვერ დაიცავ.

სხვა საკითხია კიდევ ეგრეთ წოდებული დამსაქმებლის ინსტიტუტი, რომელმაც შენ დასაქმებაში მთელი თვის ხელფასი აიღო და გაიძულებს რამდენიმე თვე მაინც იმუშაო იმ ოჯახში, სადაც შეგიყვანა. არგუმენტად კი მოჰყავს ის, რომ სამსახური “გაუფუჭდება” თუ მიუტოვებ.
აქედან გამომდინარე ვხვდებით უკვე რამდენი წინააღმდეგობის გადალახვა უწევს ემიგრანტ ქალს რომ სამსახური შეინარჩუნოს და ყველაფერი ეს მის ფსიქიკაზე მძიმედ მოქმედებს. არის კიდევ ოჯახის ფაქტორი, ბანკის ვალები საქართველოში, ნასესხები ფულით ნაყიდი ბილეთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ხშირად მითქვამს და პირად საუბრებშიც ყოველთვის ვუმეორებ ემიგრანტებს, არ გაჩერდეთ სამსახურში სადაც გამცირებენ, შეურაცხგყოფენ და ხელით გეხებიან (ასეც ხდება ალცჰაიმერებთან) სამსახურმა მიჩვევა იცის რაც არ უნდა ძნელი წარმოსადგენი იყოს, ასეთ სამსახურსაც ეჩვევა ადამიანი, მით უმეტეს რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია.
არ შეიზღუდოთ დასვენების დღეები და საათები ქალბატონებო, არც ანაზღაურებით და მით უმეტეს არც ანაზღაურების გარეშე. შეიძლება ვერ ვგრძნობთ რაოდენ ენერგიის აღმდგენია ის საათები, რომელსაც გარეთ ვატარებთ, სიცხეში, ქარში, წვიმაში თუნდაც, მაგრამ დამიჯერეთ, თვეობით მოხუცებულის ყურება, თუნდაც ის გონებრივად შეზღუდული არ იყოს, მაინც დამთრგუნველია ჩვენი ფსიქიკისთვის. დღეს შეიძლება რამდენიმე ევროთი მეტი აიღოთ, მაგრამ ხვალ თუ ის თანხა სამკურნალოდ დაგჭირდებათ, რის მაქნისია ის ფული.
ძალიან მწყინს და მტკივა ამ ქალბატონის ბედი, ძალიან ვწუხვარ რომ მიუხედავად მონდომებისა, იტალიაში არსებული ქართული ოფიციალური სტრუქტურები, ვერ ერევა ემიგრანტების პრობლემების დაძლევას. ვფიქრობ მეტი რესურსია საჭირო, რომ სათანადოდ იქნეს დაცული, ჩვენი უფლებები იტალიაში.

დღემდე არ დასჯილა არცერთი პირი, „ბადანტეს“ მიმართ არაკანონიერი მობყრობის გამო. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს, იტალიაში, ოჯახში მომუშავე ქალებზე, იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე და თუ ხელისუფლება არ ზრუნავს ჩვენ მაინც ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ასეთ მძიმე სამსახურში ნუ შევიყვანთ ქალებს და თუ შევიყვანთ ნუ მივყიდით, ნუ გავხდით იძულებულს თვითმკვლელობით დაასრულოს სიცოცხლე.
მე არ ვარ ამ საკითხში, კომპეტენტური ვერ ვიტყვი, როგორ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ ემიგრანტის პრობლემები, ამ მიმართულებით, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, დაუსჯელობის სინდრომი იწვევს დანაშაულის წახალისებას და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქართველი ქალების უფლება ყველა მხრიდან დარღვეულია, იტალიელი ოჯახიდან თუ ქართველი (ან სხვა ეროვნების) დამსაქმებლებისგან.
ვიცი, რომ რომში საქართველოს საელჩოს ჰყავს პოლიციის ატაშე, რომლის პირდაპირი მოვალეობაა რეაგირებდეს ასეთ საქმეებზე. ქალაქ ბარში დიდი ხანი არ არის, რაც ერთ კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი და გაიხსნა გენერალური საკონსულო, გვყავს ძალიან კარგი კონსული, რომელიც 24 საათიან რეჟიმში ორიენტირებულია თავის საქმეზე, მაგრამ ამხელა საემიგრაციოს არ ჰყოფნის ერთი, ორი და თუნდაც ოთხი, თანამშრომელი.ვისურვებდი პოლიციის ატაშე ქ. ბარშიც გვყოლოდა, ეს იქნებოდა კიდევ ერთი სასიკეთო ნაბიჯი ქართული საემიგრაციოსთვის, სახელმწიფოს მხრიდან. ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ქალბატონის, ოჯახს და ახლობლებს, გისამძიმრებთ თქვენც, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“,- წერს ლელა ლაჩაშვილი.
წყარო:statiebi.club

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“მამაჩემი მამამისმა მოკლა დღეს კი ტელევიზიაში მუშაობს და..” – ნახეთ ვისზე საუბრობს გია ჯაჯანიძე
Next Article “გული გაუჩერდა, ორი თვე იბრძოდა მაგრამ აღარ გვყავს..” – ნახეთ გიგა ბოკერიას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა

Related Posts

“შვილი რომ გარდამეცვალა ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა..” – ნახეთ რა გაამხილა ნიკოლოზ წულუკიძემ ლევან კბილაშვილზე

23/06/2022

“დროზე არ მივხედე პრობლემას ფეხი ვითრიე და..” – რა შეემთხვა ლელა წურწუმიას? ეს არავინ იცოდა

22/06/2022

ნახევრადშიშველი თიკა ფაცაციას საკონკურსო ფოტომ ფურორი მოახდინა – ნახეთ რა ფოტო გავრცელდა ახლახანს (ფოტო)

22/06/2022
უახლესი სტატიები

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
პოპულარული სტატიები
სოციალური მედია

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/202201 Min Read

შუქრი ბურჭულაძე შემაშფოტებელ პოსტს აქვეყნებს კოკა-კოლასთან დაკავშირებით და თან ფოტო ვიდეო მასალასაც ურთავს. Coca-Cola Coca-Cola…

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

რამოდენმე წუთის წინ თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილეს

24/06/2022

“ისე დაიღუპა, რომ ვერ იპოვა თავისი ბიოლოგიური მშობლები..” – ნახეთ თამარ გვერდწითელი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

24/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“არ შეგარჩენთ ამას,სანამ შევამჩნევდი ეს დავლიე..” – ნახეთ რა სკანდალური ფოტო და ვიდეო გავრცელდა

24/06/2022

“20 ტყვია ესროლეს,მასთან ერთად დაიღუპა..” – ნახეთ პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან (ვიდეო)

24/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.