ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ძმები, გიორგი და საბა მატარაძეები ტრაგიკულად დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით ძმები ხანძრის შედეგად გამოწვეულ დაკვამლიანებას ემსხვერპლნენ. „სხვა ჯოჯოხეთის წარმოდგენაც შეუძლებელია…
სიცოცხლეშიც სულ ერთად იყვნენ და არც იქეთ მიატოვეს ერთმანეთი. მენანებით, არ იმსახურებდით ასეთ დასასრულს.მთელი ჩემი ბავშვობა ხართ უფალმა დაგიმკვიდროთ ცათასასუფეველი❤️ვერასოდეს დავიჯერებ რო აღარ ხართ გიო რაგანსაკუთრებული იყავი❤️“, – წერს გარდაცვლილი ძმების ახლობელი სოციალურ ქსელში. ”ორი ძმის გაფრენილი სიცოცხლე ორი დაშვებული ფარდა …. 😓😓😓😓😓😓😓😓😓😓😓 ღმერთო რომელი სიტყვაა შესაფერისი ბიჭებო ამ ტკივილთან და უბედურებასთან …. როგორ შეიძლება ვანუგეშოთ თქვენი უბედური მშობლები ,თქვენი გამწარებული დედა. ნესტან გაუძელი გაუძელი ჩემო მეგობარო… შენი მართალი ,ალალი ,ჭკვიანი,სიმპათიური , შვილები როგორ უაზროთ გამოგეცალნენ ხელიდან,ქალაქისათვის გულში ჩასახუტებელი ახალგაზრდები ,მაგარ ქართველებათ რომ გამოზარდე ,ეხლა გაგიფრინდნენ ასე უაზროთ და ასე საშინლად ….გაუფერულებულ სამყაროში ძალაგამოცლილს უფლის რწმენა და შვილების მოგონება გაგაძიერებს… გიორგი და საბა მეხი დაეცა დღეს ჩვენს ქალაქს ,თქვენს ყველა ახლობელს ,თქვენს ოჯახს ,თქვენს უბედურ დედას….გაანათლოს უფალმა თქვენი სულები ბიჭებო!😓😓😓😓😓😓” – წერს კიდევ ერთი ახლობელი.