ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ქოცები ყოველ ჯერზე შოკისმომგვრელ ამბებს იგებენ. ერეკლე ძლივს გადახარშეს და ახლა რა აღმოჩნდა – აქამდე არ ცოდნიათ, რომ აკაკი მექალთანე იყო :))))))))
ვანო მაჩაბლისა და აკაკის ისტორიას არ მოჰკრან ყური, თორემ მთლად შეირყევიან ჭკუიდან :)))
წმინდანად შერაცხულ ილიას ბანქოს თამაში რომ უყვარდა და ლამის ლუდომანი იყო, ეგ ხომ სულ გადარევთ :))))
აკაკი და ილია რომ ერთმანეთთან მთლად ვერ იყვნენ კარგად, ეგეც უნდა დავმალოთ, თორემ რამე შარს გადავეყრებით :)))))
რა დავაშავეთ, ხალხო. რა უწიგნურები მართავენ ქვეყანას და აგიჟებენ თავიანთ მხარდამჭერებსაც. ლიტერატურაში მართლა რამე რომ წაიკითხონ, კულტურული შოკი ექნებათ. ვინ არიან, კაცო, ეს რეგვენები.” – წერს ვახო სანაია