presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 4
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ახალი ამბები»”ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, ამ წერილს ვწერ მათთვის ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას ჰყვება გოგონა, რომელიც რაჭაში მოკლულის მდგმური იყო
ახალი ამბები

”ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო, ამ წერილს ვწერ მათთვის ვისაც სიმართლე აინტერესებს” – რას ჰყვება გოგონა, რომელიც რაჭაში მოკლულის მდგმური იყო

presaBy presa25/08/2020კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

22 აგ­ვის­ტოს, გამ­თე­ნი­ი­სას, ამ­ბრო­ლა­უ­რის სო­ფელ აგა­რა­ში შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და. 29 წლის ვლას (ლასო) აბუ­თი­ძე, ღა­მის 2 სა­კუ­თა­რი სო­ფელ­ში მოკ­ლეს.
მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდგმური გოგონებს მუშები ავიწროვებდნენ და მათ დასახმარებლად ლასოს დაურეკეს, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, ყველაფერი სულ სხვაგვარად ყოფილა.

მა­ნა­ნა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლმა, რომელიც მდგმური გოგონებიდან ერთ-ერთია, მვკლელობის დღე გაიხსენა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

”ვიზიარებ ლასო აბუთიძის ოჯახის და ახლობლების მწუხარებას! საშინელი ტრგედია დატრიალდა, ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მთელი დარჩენილი ცხოვრება ეს იქნება უდიდესი და გაუნელებელი ტკივილი. განხილვის საგანი გახდა ფაქტი, რომ თითქოსდა კოტეჯის დამსვენებელმა გოგონებმა დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრეს დაურეკეს.

მე ვარ ერთ-ერთი იმ გოგოთაგანი და ამდენი დეზინფორმაციის და ბულინგის შემდეგ ამ პოსტს ვწერ მათთვის, ვისაც სიმართლე აინტერესებს!
ეს იყო ჩვენთვის, ოთხივესთვის ცხოვრებაში ყველაზე ტრაგიკული დღე!
არ გვისაუბრია იმიტომ, რომ ვგლოვობთ, იმიტომ რომ ამ უმძიმესმა ტრაგადიამ გაგვანადგურა და ეხლაც ძლივს ვუყრი სათქმელს თავს, კიდევ უფრო მეტ ლანძღვას ავიტანდით საზოგადოებისგან, ოღონდ ის ადამიანი ცოცხალი იყოს…
სიმართლე კი მდგომარეობს შემდეგში: არცერთ ჩვენგანს არ დაგვირეკავს დასახმარებლად კოტეჯის მესაკუთრისთვის. იმ უბედური წუთების დროს, ლასო აბუთიძე ჩვენთან იმყოფებოდა, რადგან ტელევიზორის სადენი ამოიტანა, რომელიც ერთი საათის წინ წაიღო. თავდამსხმელები უკვე წასულები მობრუნდნენ უკან და დაუძახეს ლასოს გარეთ…დაიწყო კონფლიკტი.
კონფლიქტის დაწყებისთანავე ოთხივე ჩვენგანი მაქსიმალურად ვცდილობდით გვემოქმედა უსწრაფესად, ჩემმა დამ 112-ში დარეკა კონფლიქტის დაწყებისთანავე. მედეა ცირამუამ ხელჩართული ჩხუბის დროს შებოჭილი ლასოს თავდამსხმელებისგან დაცვა ფიზიკურად სცადა, რის გამოც ერთ-ერთმა მკვლელმა სცემა და თმებით ითრია, მთელი კონფლიქტის განმავლობაში ვყვიროდით, ვკიოდით და შველას ვითხოვდით, თუმცა უშედეგოდ…მშველელი არსაიდან ჩანდა, გვემუქრებოდნენ და ფიზიკურად გვერჩოდნენ ჩვენც, პირადად მე ბოლოს მეზობელ სახლში შევვარდი და იმ მყოფ მამაკაცებს ვთხოვე დახმარება…. მათი დახმარებით შევძელით ლასოს მკვლელებისგან გამოგლეჯა…სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩვენი ძალებით მისი სიცოცხლის შენარჩუნებას ვცდილობდით.
არავის, საერთოდ არავის ვუსურვებ იმავეს გამოვლას! ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ წუთების სიმძიმეს!
ბოლო წუთამდე გვჯეროდა, რომ გადარჩებოდა! საშინელებაა იმაზე ფიქრი, რომ ეს სრულიად უდანაშაულო ბიჭი აღარ არის! ვიზიარებ ოჯახის უმძიმეს ტრგედიას და მწუხარებას!”
წყარო: ambavi.cc

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article”დას დაურეკა პატრულის ნომერი მომეციო, მაგრამ ვერ მოასწრო… შემდეგ დედას დაურეკა დედი მიშველეო…” – ახალი დეტალები 11 წლის დაღუპულ ბავშვზე
Next Article ”შატილში მომხდარი ტრაგედიის უმთავრესი მიზეზი სულ სხვა რამეა…” – რას ამბობს ცნობილი გიდი შატილში მომხდარ ტრაგედიაზე

Related Posts

“გაგიჟდება,დაიწყება საზარელი დაპირისპირებები..” – ნახეთ ლელა კაკულიას სკანდალური წინასწარმეტყველბა

27/05/2023

“ჩვენო დიდი ტკივულო ზურა რით ვანუგეშო შენი მშობლები სიტყვები არ მყოფნის..” – ნახეთ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა

23/04/2023

“ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები..” – ნახეთ რომლებშიც ჩანს მშობლების უცნაური ქცევა და დასტრესილი ბავშვები

04/03/2023
უახლესი სტატიები

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023

გოგონა 20 დღის განმავლობაში აშენებდა ქოხს ჯუნგლებში რათა შიგ ეცხოვრა…

04/06/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“პატარას ლიზა იასკომ და მიშამ ისეთი სახელი დაარქვეს არავის ჰქვია და ვერ წარმოიდგენთ რა თქვა სოფომ მათზე..”

03/06/202301 Min Read

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოს შვილი შეეძინა. ინფორმაცია ლიზა იასკოს ვრცელი პოსტის შემდეგ გავრცელდა. ბავშვის…

“ღმერთო,3 წლის ბავშვს პირდაპირ შეასკდა,ბავშვი მოწყვეტით ძირს დაეცა და..” – ნახეთ ამ წამს უმძიმესი შემთხვევა მოხდა

02/06/2023

“სასაფლაოდან ტყუპი ბავშვის ცხედრები გაიტაცაეს,დედამ რომ დაინახა ეს..” – ნახეთ რას ამბობს ბავშვების დედა

01/06/2023

“ყველასათვის ცნობილი ექიმი გარდაიცვალა,არ იმსახურებდა ასეთ სიკვდილს..” – ნახეთ არ დაიჯერებთ რა მოუვიდა საწყალს

04/06/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“თავისი ხელით გაუმზადა პატრიარქმა საჭმელი მდუმარე მამა ნიკოლოზს და სთხოვა შეეჭამა..” – ნახეთ უცნობი ამბავი მდუმარე ნარიმანზე

04/06/2023

“ორი ქართველი ემიგრანტი რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ სად იპოვნეს

04/06/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.