presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, მაისი 22
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»ყურადღება! სესხები გაძვირდა – თუ სესხი ლარში გაქვთ აღებული ეს უნდა წაიკითხოთ
ეს საინტერესოა

ყურადღება! სესხები გაძვირდა – თუ სესხი ლარში გაქვთ აღებული ეს უნდა წაიკითხოთ

presaBy presa30/03/2022კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ეროვნულ ვალუტაში გაცემულ განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს აძვირებს.
„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა.

საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა.

საყურადღებოა, რომ საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება.

ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5-პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ინფლაციური მოლოდინების რისკების მატების გამო გასული წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის შედეგად, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია.

„თუმცა კიდევ უფრო გააქტიურებული ინფლაციური რისკების ფონზე და ხანგრძლივად მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდა. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებისკენ მიდრეკილი დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

რაც შეეხება საგარეო მოთხოვნას, 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი აღდგენის შემდგომ, ამ მიმართულებით გარკვეული რისკები გამოიკვეთა, რაც, საომარი მოქმედებების ფონზე, საქართველოს ორი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორისგან საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელ შემცირებას უკავშირდება. წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქონლის ექსპორტი წლიურად დაახლოებით 54.5 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები იანვარ-თებერვალში, წლიურად, დაახლოებით 9-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (34.3 პროცენტი). გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც – 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიურად 47.2 პროცენტით.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 11 მაისს ჩატარდება“, – აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article“ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას რადგან არ დავფიქრებულვარ რომ..” – ნახეთ რატომ მოუხადა ნოე სულაბერიძემ ბოდიში საზოგადოებას
Next Article “ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი საბოლოოდ გაიწვია და ხელიც მოაწერა..” – ნახეთ ნამდვილი მიზეზი ცნობილია

Related Posts

“ყურადღება! ბავშვებში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტი, 500 შემთხვევა და 11 გარდაცვლილი ბავშვი..” – ნახეთ ცნობილია სიმტპომები

17/05/2022

“ყველა ის ბავშვი მიიღებს 150 ლარიან დახმარებას ვინც..” – ნახეთ ვის შეეხება დახმარება

17/05/2022

წელიწადში ერთხელ 1500 ლარამდე დახმარება… – სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილებებია…

15/05/2022
უახლესი სტატიები

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
პოპულარული სტატიები
სამართალი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/202201 Min Read

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა…

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

“ეჭვიანობის გამო მოკლა..” – ნახეთ ცნობილია ვინ იყო 27 წლის ქალი, რომელიც ავტობუსში ქმარმა სამი პატარა შვილის თვალწინ სასტიკად მოკლა

21/05/2022

საზარელი შემთხვევა თბილისში, ავტობუსში ქმარმა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ყელი გამოჭრა

21/05/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“მამაკაცმა ერთი მეზობელი მოკლა და მისი ძმა შვილის თვალწინ დაჭრა..” – ნახეთ დიდი ტრაგედია კახეთში

21/05/2022

„გვარამიას მოსამართლე ამერიკის საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა“ – ფორმულა

21/05/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.