ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ „ვისოლ ჯგუფი“ რამაზ დავლაძესა და მის ვაჟს ბინას გადასცემს.
„ჩვენ მთელი გულით ვუსამძიმრებთ დაზარალებულ ოჯახებს. ეს ამბავი მთელი ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა და
გვესმის, რომ ვერაფრით ვერ შევუმსუბუქებთ მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას. ჩვენ უბრალოდ ამ გზით შევეცადეთ მცირედი მხარდაჭერა გაგვეწია მათთვის და თანაგრძნობა გამოგვეხატა“, – აცხადებენ „ვისოლ ჯგუფში“.
შეგახსენებთ, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს რამაზ დავლაძემ ოჯახის 4 წევრი დაკარგა.