შემზარავი ამბავი და გლოვა კასპის მუნიციპალიტეტში – 18 წლის მოზარდის ცხედარი მეზობელმა დასახიჩრებული იპოვა

0

კასპის მუნიციპალიტეტში 18 წლის ახალგაზრდას გლოვობენ. ტრაგედია ქვემო გომში ორი დღის წინ მოხდა. მოზარდი, თანასოფლელმა ტრიალ მინდორში მრავლობითი დაზიანებებით გარდაცვლილი ნახა. მერის წარმომადგენელი სოფელ ქვემო გომში DIANEWS.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ 18 ახალგაზრდა ხარმა იმ დროს მოკლა, როდესაც მოზარდს მსხვიფეხა პირუტყვი სამწყემსად ყავდა წაყვანილი. ბიჭის სოფელში, მეზობლები ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ, ყვებიან, რომ მოზარდი გამორჩეული, უკონფლიქტო, უწყინარი და შრომის მოყვარე იყო. ქვემო გომში მცხოვრები კახა კაციშვილი DIANEWS.GE-სთან საუბრისას იხსენებს, სად და რა ვითარებაში ნახეს მოზარდი გარდაცვვლილი. იგი გვიყვება, რომ ახალგაზრდა სასწარაფო დახმარების მისვლამდე უკვე გარდაცვლილი იყო და მოზარდის გადაყვანა პირდაპირ, ექსპერტიზის ბიუროში მოხდა.

loading...

 

,,ჩვენმა თანასოფლელმა ნახა მინდორში გარდაცვლილი. სასწრაფოც გამოიძახეს,თუმცა უშედეგოდ. გარდაცვლილი რომ ვნახე ეტყობოდა, რომ ძალიან დაზიანებული იყო. მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა რქებით მიყენებული, მათ შორის თავის არეში. ძალიან კარგი ბავშვი იყო. ოჯახს არ უჭირდა. ბევრი მსხვილფეხა პირუტყვი ყავდათ და სამწყემსათაც ხშირად მიდიოდა. ხარი აგრესიული იყო, თუმცა სამწუხაროდ ეს ფატალური შედეგით დასრულდა. მოზარდს ჰყავს დედაც, მამაც, ძმაც და დაც. ისინი მასზე პატარები არიან.” -ამბობს DIANEWS.GE-სთან საუბრისას კახა კაციშვილი.

 

18 წლის მოზარდს კასპის მუნიციპალიტეტში ხვალ დაკრძალავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მოზარდი მსხვილფეხა პირუტყვის სამწყემსად მარტო იყო წასული, მასთან ერთად არ იმყოფებოდნენ არც სხვა მწყემსები.

ფოტო პირობითია

წყარო: dainews.ge

loading...

Share.