შეჯახება კაჭრეთში – დაღუპულია 2 არასრულწლოვანი

0

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

loading...

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ორი მეთერთმეტეკლასელი გოგონა ადგილზე დაიღუპა, დაშავებულები კი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდებს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ავტორი: ია გულიაშვილი
წყარო: mtavari.tv

loading...

Share.