ტვ პირველის ინფორმაციით ჭიათურაში პოლიციის მხრიდან მორიგი ძალადობა მოხდა – სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი სასტიკად სცემეს. ის კომაშია. სლავა ცხადაძის სიცოცხლის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. შემთხვევა გუშინ მოხდა.
ოჯახის ხელს პოლიციელებს ადებს. ცხადაძის ახლობლები ფიქრობენ, რომ გამოკითხვის შემდეგ სამართლდამცველებმა ცხადაძეს ჯერ სცემეს, შემდეგ კი შენობიდან გადმოაგდეს. მათი თქმით, ახალგაზრდა კაცს სხეულზე უმძიმესი დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება.
პატრულის მანქანა მოდისო, მე როგორც გამდომცეს და დაეტაკა. დაჯახებია,..წაქცეულა რომ ადგა ფეხზე გაბრაზებულა და პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა. მერე გაულახიათ კიდევ უფრო ამაზე… ჩაუტენიათ მანქანაში და იქ მერე რა მოხდა არ ვიცი. ფანჯრიდან გადახტაო და ეს ხელებშეკრული ბიჭი რანაირად გადახტა. შიგნით არ მიშვებენ, ჩემი ძმისშვილი რომ დავინახო, – ამბობს ოჯახის წევრი.
ინციდენტის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა, თუმცა სამართალდამცავებს დღეს ვიდეოჩანაწერები არ ამოუღიათ.