შორენამ ბიზნესმენი ქმარი კანონიერ ქურდზე გაცვალა? – ნახეთ რატომ დაანგრია შორენა ბეგაშვილმა ოჯახი და ვინ არის მისი ახალი რჩეული

0

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და კრიმინალურ სამყაროში ცნობილ ადამიანს ხვდება

loading...

მოდელს და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს. ის, რომ მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა.

სააგენტო „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, მოდელი ე.წ კანონიერ ქურდზე, თურქეთში მცხოვრებ ლაშა ბარათელზეა შეყვარებული და სწორედ მის გამო დაანგრია ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან ფარულად შექმნილი ოჯახი. სააგენტოს ინფორმაციით, ბარათელი მოდელს ძვირადღირებული საჩუქრებით ნანაძესთან ქორწინების დროსაც ხშირად ანებივრებდა.

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „კანონიერი ქურდების“ რეიტინგში, მათი ამჟამინდელი გავლენების, წარსული გამოცდილების, სამომავლო პერსპექტივისა და პრესის დაინტერესების გათვალისწინებით, ათ ყველაზე რეიტინგულ „კანონიერი ქურდებს“ შორის ერთ-ერთი სწორედ ლაშა ბარათელია.

ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია” 1989 წლის 11 ივლისს სოხუმში დაიბადა. ის ჯანგველაძე-ონიანის კლანის წარმომადგენელი გახლავთ, რომელსაც, ასევე, მჭიდრო კავშირი ჰქონდა 2016 წელს სტამბულში მოკლულ როვშან ჯანიევთან. სწორედ ამ უკანასკნელმა „აკურთხა“ ქურდად 2014 წელს ლაშა ბარათელი. ამ კლანის სახელს უკავშირდება „დედ ჰასანის“ მკვლელობა, რის გამოც ლაშა ბარათელზე შურისძიება არაერთხელ სცადეს, ისევე როგორც ამავე კლანის სხვა „კანონიერ ქურდებზე“.

 

მაგალითად, 2014 წელსვე ლაშა ბარათელს „დედ ჰასანის“ დაჯგუფების წევრები სასტიკად გაუსწორდნენ და მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობებიც მიაყენეს. მაშინ „ჭია“ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 2016 წლის ზაფხულში ბარათელი რუსეთში დააკავეს და საქართველოში გამოადეპორტეს, თუმცა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ „კანონიერ ქურდს“ სამართალდამცველები არ დახვედრიან. ის მხოლოდ მომდევნო დღეებში ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს, საიდანაც კვლავ რუსეთში დაბრუნებას ცდილობდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გამომდინარე იქიდან, რომ მას საქართველოს ტერიტორიაზე ქმედითი დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს და ამასთანავე, ბარათელი ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ, სამართალდამცველებს მისი გათავისუფლება მოუწიათ. „კანონიერ ქურდს“ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს და გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად თურქეთში იმყოფება.

loading...

Share.