ჩამოეჭრება თუ ბავშვთა 200-ლარიან დახმარებას საშემოსავლო და მიიღებენ თუ არა მას ბანკში „გაშავებული“ მშობლები

0

კითხვები 0-დან 18 წლამდე პირთა 200-ლარიანი დახმარების გაცემის შესახებ კვლავ აქტუალურია და Etaloni.ge ამჯერად ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას:

loading...

1.დაიქვითება თუ არა 200-ლარიანი სუბსიდიის საშემოსავლო?

2.აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?

პირველ შემთვევაში, პასუხი მარტივია – სოციალური დახმარება არ დაიქვითება და შესაბამისად, ოჯახები 200 ლარის სრულად აღებას შეძლებენ;

ხოლო რაც შეეხება მეორე და ბევრად მნიშვნელოვან საკითხს, მთავრობის დადგენილება N505-ში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, და რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიანი დახმარება, ვკითხულობთ:

ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად“.

აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ.  შავ სიაში არიან თუ არა.

წყარო etaloni.ge

loading...

Share.