”ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს. სამი შვილი მყავს და “ნაციონალური მოძრაობის” გამო ოჯახს არ დავანგრევ” – გიორგი ვაშაძის ემოციური განცხადება

0

სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ მეუღლე ძალიან უყვარს და ვერ გაშორდება იმის გამო, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” სულ ჩხარტიშვილს აძახებს :

loading...

“ყველაზე ამორალური მათი მხრიდან არის ის, რომ როგორც კი ჩემი პოზიცია არ მოეწონებათ, მყისიერად გამოდიან და ჩხარტიშვილს იძახიან. ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარს და ვერ გავშორდები იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობა“ სულ ამას მაძახებს. გაიგოს ამ ხალხმა, რომ ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ. სამი შვილი მყავს, ტრადიციებს პატივს ვცემ, ოჯახს პატივს ვცემ და არ ვაპირებ ამათ გამო ოჯახის დანგრევას. მათთვის ერთ დღეს ჩხარტიშვილის სიძე ვარ და მეორე დღეს ჩემთან ერთად არიან“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

loading...

Share.