“ჩვენ არ ვცნობთ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდენტად და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ” – ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება

0

ევროპარლამენტის წევრებმა ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ სცნეს, ხოლო ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკო პერონა ნონ-გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტების, დემოკრატების, განაახლე ევროპის, მწვანეებისა და ევროპელ კონსერვატორი-რეფორმისტთა პარტიის წევრები.

loading...

 

„ჩვენ მივესალმებით ბელარუსი ხალხი სიმამაცეს, გამბედაობას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ სურვილს დემოკრატიული ცვლილებისა და თავისუფლების შესახებ. 9 აგვისტოს გამართული საპრედიზენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი და სანდო წყაროებიც მიუთითებენ, რომ გამარჯვება სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მოიპოვა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვცნობთ ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის ხელახლა არჩეულ პრეზიდენტად და მას პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ ევროკავშირში. ჩვენ ვუერთდებით ბელარუს ხალხს თავიანთ მოთხოვნებში ახალ და თავისუფალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელსაც დააკვირდებიან დამოუკიდებელი დამკვირვებლები“ – ნათქვამია განცხადებაში.

loading...

Share.