“ძალიან უყვარდა, თემურის გარდაცვალებამ მასზე ძლიერ იმოქმედა..” – ნახეთ რა ლექსი მიუძღნა ყოფილმა სიძემ თემურ წიკლაურს

0

თემურ წიკლაურს პოეტმა დავით დეფი გოგიბედაშვილმა ლექსი მიუძღვნა. ბევრმა, ალბათ, არ იცია, რომ დეფი თემურის ყოფილი სიძეა. ქეთი წიკლაურთან ქორწინებამ 6 წელს გასტანა და წყვილის ვაჟი ახლა 21 წლის არის, როგორც აღმოჩნდა, პოეტზე ძალზედ იმოქმედა ყოფილი სიმამრის უდროოდ გარდაცვალებამ…
“დეფიმ “მესენჯერში” ჩამიგდო ეს ლექსი. ნება ავიღე, თუ შეიძლება გამოვაქვეყნებ-მეთქი… პირიქით, გაუხარდა… რაც მამა ავად იყო, წუხდა, გვგულშემატკივრობდა. დეფი ჩვენი ოჯახის სწორი და ტოლია.ოთხი წელია ამერიკაშია და წარმატებები აქვს. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ

loading...

დეფი განსაკუთრებული ნიჭის პატრონია.

ექვსი წელი ვიცხოვრეთ ერთად. ახალგაზრდები ვიყავით. სხვა ცხოვრება იყო. ახლა რომ ვიხსენებ, თითქოს მზის სხივებით იყო მთელი ის პერიოდი განათებული…

დეფიმ პოეზიით საოცრად შეძლო ამის გადმოცემა. ჩემთვის ეს საოცარი ლექსი ფასეულია. დეფის მადლიერი ვარ. მას მამა უყვარდა…”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ქეთი წიკლაურმა.

“ერთი წამით გვაქვს ათასი წელი, თანავარსკვლავედთან თავს ავიმსგავსებთ, თან ყურს მივუგდებთ, ვუსმენთ და ვმღერით, სიმღერა – პასუხი ყველა კითხვაზე. თუმცა კითხვები ჩვენ აღარა გვაქვს, რა კითხვა უნდა სიცოცხლის ლტოლვას, სიცოცხლით ტრფობა, აზრი ზღაპართა, სამყაროს გავლით ჩვენამდე მოვა,

თუ რამ წავიდა, გადაიბადა, აგე იქ სადღაც ისევ ავყურებთ, სიცარიელეს ყველა ცის კართა, მთვარეშერჩენილ იმ დიდ საგულეს. რიჟრაჟიც ნატვრებს გადაეფარა, სევდად შერჩენილ ღვთის საფიქრელად, შენ როგორც ერთხმად მთელმა ქვეყანამ, თავის გულიდან ამოგიმღერა.”
წყარო:dainteresdi.club

loading...

Share.