“ძალიან ცუდად არის ზურა,უმძიმეს დღეში ვართ…” – ნახეთ რა საშინელ მდგომარეობაშია ზურა ყიფშიძის ოჯახი

0

მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!, – ამ შინაარსის პოსტს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.
„არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად. სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში, თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი

loading...

მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე სამწუხაროდ, ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“, – წერს რაზმაძე.
წყარო:geoambebi.com

loading...

Share.