presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, ივნისი 26
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»საზოგადოება»წერილი რომელიც თვალებს აგიცრემლიანებთ – ამ ბიჭს ბოლო ზარზე დედამ ამერიკიდან წერილი მისწერა. აი რა ეწერა
საზოგადოება

წერილი რომელიც თვალებს აგიცრემლიანებთ – ამ ბიჭს ბოლო ზარზე დედამ ამერიკიდან წერილი მისწერა. აი რა ეწერა

presaBy presa21/05/2022კომენტარები ჯერ არ არის2 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

ეს წერილი ჟურნალისტმა დარეჯან ფერაძემ ფეისბუქის მეშვეობით მისწერა შვილს:
“წერილი თედოს…
ათიათასობით კილომეტრი გვაცილებს ერთმანეთს, მაგრამ დედაშვილობის სიყვარულის მადლი ათბობს გზას ბაღდათსა და ნიუ-იორკს შორის. ბოლო ზარი დაირეკა დღეს ბაღდათის მეორე საჯარო სკოლაში, რომლითაც მთავრდება შენი ბავშვობის წლები. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით, რომ ბავშვობას 8 წლის წინ დაემშვიდობე, როცა დედა ემიგრანტი გახდა, როცა დამოუკიდებლად, უკვე “ემიგრანტი დედას შვილის” სტატუსით შეუდექი ნაადრევად დავაჟკაცების გზას…

ვიცი, დღეს ყველაზე მეტად გინდოდა, დედა შენს გვერდით ყოფილიყო და შენთან ერთად ეზეიმა. სამყაროში არ მოიძებნება მეორე, ვისაც ჩემზე მეტად ენდომებოდა ახლა შენთან ჩახუტება, მაგრამ სურვილები და შესაძლებლობები ხანდახან არ ემთხვევა ერთმანეთს. ვირტუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და მეც ვზივარ კომპიუტერთან, სკაიპით ვუყურებ თქვენს საზეიმო კონცერტს, ვუსმენ თქვენს ხმებს, გათვალიერებთ და ვცდილობ გამოვიცნო, ვინ ვინ არის… როგორ დაზრდილხართ, დაფრთიანებულხართ… ნომინაციაში ,,ყველგან და ყოველთვის” კონკურენტი ვერ მოგიძებნეს, ყველგან შენ იყავი… და როცა შენი ცხოვრების ახალ ბილიკებს გაუყვები, მინდა, რომ კაცობისა და ადამიანობის, სიკეთისა და სიყვარულის, უფალთან ვალმოხდილობის ნომინაციაშიც ასევე შეუცვლელი იყო სიცოცხლის ბოლომდე…

მეამაყები, მეიმედები, ჩემი სიცოცხლის და ჩვენი დიდი ოჯახის მზის სხივი ხარ, მედლის კანდიდატი კი არა, ოქროს მედალი ხარ, უფლისგან ბედნიერებად ბოძებული…

გილოცავ და გისურვებ, შენი თავი იპოვო ამ აყირავებულ და დაულაგებელ, უცნაურობებით სავსე სამყაროში… იცოდე, ეს გზა არ იქნება ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი, აღმართს დაღმართი მოსდევს და პირიქით, გზად ბევრ კეთილს და უამრავ ბოროტს გადაეყრები, მაგრამ აირჩიე სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, რადგან მართალ კაცზე უფრო ბედნიერი არავინაა დედამიწის ზურგზე…

მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება მშვენიერია და მე შენ მიყვარხარ, უსაზღვროდ და უკიდეგანოდ… და რადგან შენ ჩემი მზის სხივი ხარ, მინდა რომ ათბობდე სამყაროს შენი ლამაზი ხმებით და ფერებით და გათბობდეს მზე და ადამიანთა სიყვარული”.

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Article„სააკაშვილი კლინიკაში იმიტომ გადაიყვანეს, რომ … იაგო ფრანგიშვილის სკანდალური ვარაუდი
Next Article “დაუდგენელი ურთიერთობის გამო რა დღეში ჩააგდეს..” – ნახეთ ალექსანდრა პაიჭაძემ გაამხილა მიზეზი, თუ რატომ სცადა სინამდვილეში გიორგიმ თავის მოკვლა

Related Posts

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
უახლესი სტატიები

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/202201 Min Read

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მსახიობ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) გადაცემაში ისაუბრა ახალ მსოფლიო გაერთიანებაზე, რომელიც თითქოსდა ახლა…

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

“სინამდვილეში ვინ მოკლა ლევან კაჭარავა?..” – ნახეთ რა გაამხილა ამ წუთებში მოკლული ბიზნესმენის დედამ

25/06/2022

“შესამჩნევია აშკარად..” – ნახეთ მიხეილ სააკაშვილის ცოლი ორსულადაა? რა მისწერეს ლიზა იასკოს ინსტაგრამზე

25/06/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

ამერიკაში მძიმე მდგომარეობაა – გოგა ხაინდრავა

25/06/2022

ქართველი კაცების უმეტესობამ არ იცის, სად უნდა მოეფეროს ქალს – კესარია აბრამიძე

25/06/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.