მარიუპოლი!
მოკლედ არ ვიცი ვის განცხადებას ავრცელებენ ქართული სააგენტოები, მაგრამ მე არაფერი შემხვედრია მსგავსი დღეს!
ხმები კი მარიუპოლის დაცემაზე არის ბოდვა და მეტი არაფერი! ახლა გეტყვით რატომ!
მარიუპოლს აზოვის გარდა, იცავს პარიუპოლის საპოლიციო ძალები და საზღვაო ქვეითების ბრიგადა!
რომელიმე მათგანს თუ იარაღი დაუმთავრდა და ტყვედ ჩავარდა, ეს არ ნიშმავს ქალაქის დაცემას! მსგავსი ფაქტები აქამდე მოხდა, მაგრამ ქალაქი დგას!
ცოტა ხნის წინ მიმართვა გაავრცელა აზოვმა და თქვა, რომ ქალაქიდ დაცვა გრძელდება და მარიუპოლი არ დაეცემა! დიახ, ქალაქი არის უმძიმეს ალყაში, მაგრამ ქალაქი დგას და იდგება! მარიუპოლს ვერ აიღებენ!
რუსები თვენახევარია იძახიან ავიღეთო, მაგრამ ჩემი ფეხები! ვერ აიღებენ მარიუპოლს! გუშინაც გაავრცელეს რუსებმა ავიღეთ ქალაქიო და რუსული დროშა ფრიალებსო, ტყუილი აღმოჩნდა! დღეს პუდილინმა პორტი ავიღეთო, ეგეც ტყუილი აღმოჩნდა!
რაც შეეხება კიდევ ერთ ბოდვას, რომ თურმე ხელისუფლებამ დაიკიდა მარიუპოლი და არ ეხმარება აზოვს! ეს არის ჩვეულებრივი რუსული ნარატივი, რასაც ავრცელებს კრემლი! მარიუპოლთან მისვლა ჯერჯერობით შეუძლებელია ორი მიზეზის გამო! ქალაქი ალყაშია და პლიუს ყირიმიდან კონტროლდება მარშრუტები! ანუ ახლა რომ სამხედრო კოლონა დაიძრას მარიუპოლისკენ, ყირიმიდან ნასროლი რაკეტებით გაანადგურებენ ძალიან მალე! ასე რომ ამ ბოდვას ნუ გაავრცელებთ ძალიან გთხოვთ!
მოკლედ! მარიუპოლში არის მძიმე ვითარება, მაგრამ პარიუპოლი დგას და არც დაეცემა! ✊🏻✊🏻🇺🇦🇺🇦🇺🇦 – წერს ნიკო მიქაია