ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია “ქართული ოცნების” დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პირად გვერდზე ეხმაურება და წერს:
“ამას უყურეთ რა! რისი ღირსია ახლა ეს ხუნდაძე გავრილოვისა? ამ სიტყვების მერე ხოა ღირსი, სადაც დავინახავთ, ხმამაღლა მივაძახოთ -რუსკი კარაბლ იდი ნა ხ….
რუსულად უფრო კარგად გაიგებს, როგორც ვხვდები. ხოდა – “Русский военный корабль, иди на хуй” – ვკითხულობთ ჟურნალისტის “ფეისბუქის” პირად გვედრზე, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებას აზიარებს.
“ქართული ოცნების” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას:
“ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!..
გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.
რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა…