„ჯართი შევაგროვე, რომ სკოლის ბუფეტში „პონჩიკი“ მეჭამა“ – მარტა ბარამიძის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები

0

მარტა ბარამიძე, რომელიც საზოგადეობამ კულინარიული შოუდან გაიცნო, ახლა ტელერუბრიკას უძღვება და ასევე, კულინარიული გადაცემის პროდიუსერიც გახლავთ… მშრომელი გოგონა, ფართო საზოგადოებამ „მასტერშეფიდან” გაიცნო, შემდეგ კი – ის„ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა. მარტამ თავისი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან

loading...

„ჯერ კიდევ მეორე კლასში ვიყავი. ზუსტად ახალი სასწავლო წელი იწყებოდა და ვფიქრობდი, ფული როგორ მეშოვა. ჯართის შეგროვება დავიწყე. გულმოდგინედ ვაგროვებდი. თუ სადმე რკინის პატარა ნაჭერი ეგდო, ჩემთვის ის უკვე ფული გახლდათ. მახსოვს, 1 კილო ჯართის ჩაბარება 20 თეთრი ღირდა. იმდენი შევაგროვე, რომ ხუთასზე მეტი ლარი ავიღე. ჯართის ჩასაბარებელ პუნქტში ტომრები მე და ჩემმა მეგობარმა მივიტანეთ, დიდი ურიკით (რომელიც 2 ლარად ვიქირავე). ადგილზე მისულებს ღიპიანი კაცები დაგვხვდნენ. ორმა ბავშვმა ამდენი ჯართი რომ მივიტანეთ, ცოტათი ალმაცერად შემოგვხედეს – რამე ხომ არ მოიპარესო? მერე, როცა ნახეს, რაც გვქონდა შეგროვებული, შოკში ჩავარდნენ (იცინის)…

– რაში გამოიყენე მიღებული თანხა?

– პირველ რიგში, ვიყიდე სკოლის ფორმა, წიგნები, რვეულები… თუ ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, ცოტ-ცოტა ფული მივეცი. სახლში ბევრი საჭმელი მივიტანე. მერე გარკვეული თანხის გადადებაც მოვახერხე, რომელსაც მთელი წელი ვიზოგავდი, რათა სკოლის ბუფეტში ყოველდღე 20-თეთრიანი “პონჩიკი” თუ “პერაშკი” მეჭამა.

– შენს გამზრდელ მშობლებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

– არანაირი, რადგან დიდად არც კითხულობდნენ, საიდან რა „მოდიოდა და მიდიოდა”… ჩემს ერთ-ერთ კლასელს შინ ვალდებულება ჰქონდა, რომ სკოლიდან დაბრუნებულს სახლი დაელაგებინა (მისი მშობლები მუშაობდნენ). სახლის დალაგება ისე ეზარებოდა, რომ კანფეტების სანაცვლოდ, სახლს მე ვულაგებდი. ასეთი „ბარტერი” გვქონდა (იცინის)“,- ამბობს მარტა.
წყარო: პრაიმტაიმი

loading...

Share.