presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
ორშაბათი, მაისი 29
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»რელიგია»ჯვარზე გაკრული მაცხოვრის უკანასკნელი 7 სიტყვა და მისი განმარტება
რელიგია

ჯვარზე გაკრული მაცხოვრის უკანასკნელი 7 სიტყვა და მისი განმარტება

presaBy presa17/10/2020კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email

ჯვარზე გაკრულმა მაცხოვარმა 7 ფრაზა წარმოსთქვა. გთავაზობთ ამ ფრაზებსა და მის განმარტებებს 1)„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23, 34) როდესაც ადამიანებმა ზეციური სიყვარული გათელეს და მაცხოვარი ჯვარზე გააკრეს, იესომ განრისხებულ ზეციურ მამას მიმართა ამ სიტყვებით “მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არ იციან, რასა იქმან”. ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს რაოდენ დიადია უფლის სიყვარული ადამიანისადმი. 2)„ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“ (ლუკ. 23, 43) კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი“ სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება… და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა დაჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

3)„დედაკაცო, აჰა ძე შენი!.. აჰა დედაჲ შენი…“ (იოან. 19, 26-27)

დედა უფლისა იდგა ჯვართან… იქნებ ღმრთაებრივი შვილის ყრმობას იხსენებდა, მაშინვე რომ სურდათ მისი მოკვდინება ამა სოფლის თავადის მიერ აღძრულ ძლიერთ ამა ქვეყნისა. აგონდებოდა მორჩილება, სიმშვიდე, სიბრძნე ყრმაიესუსი. აგონდებოდა მოძღვარი, თავის მისადრეკი ადგილიც რომ არ ჰქონდა;

დასვენება რომ არ იცოდა, მხოლოდ სიკეთეს რომ იქმოდა ადამიანებისთვის. თვალწინ კი ჯვარცმა აღესრულებოდა ენით გამოუთქმელი ტკივილებით; ყურს მოსწვდა განსაცვიფრებელი სიტყვები: – „მიუტევე მათ…“, „დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა…“

4)„მწყურის!“ (იოან. 19, 28)

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჯვარცმისას ერთ-ერთი ძლიერი ტანჯვა წყურვილის დაუოკებელი სურვილია. სწყუროდა ჯვარცმულ მაცხოვარს და ითხოვდა წყალს ადამიანებისგან, მათგან, ვისთვისაც ეწამა.

5)„ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაჲსათვის დამიტევე მე?“ (მათე 27, 46)

სამი საათი ტანჯვის. გამოუთქმელი ტანჯვის სამი საათი. მიყუჩდნენ მტრები, დაიქანცნენ მცველნი, უსიტყვოდ იტანჯებოდნენ მეგობრები. ცა ჩამობნელდა, განილეოდა სიცოცხლე, უტანჯველი ადგილი აღარ

იპოვებოდა ჯვარცმულის სხეულზე.

უფლის მიწიერი ცხოვრება ადამიანებისადმი სიყვარულით იყო გამსჭვალული. მათ კი უარყვეს, ჯვარს აცვეს. „ერო ჩემო, რა შეგაწუხენ თქუენ, ანუ რა განგარისხენ თქუენ, ბრმანი თქუენნი განვანათლენ,

კეთროვანნი განვსწმიდენ, და განრღვეულნი ცხედარსა ზედა მდებარე აღუადგინენ,

მანანასა მის წილ მომიპყრობთ მე ნაღველსა, და წყლისა მის წილ ძმარსა,

სიყვარულისა წილ ჯუარსა ზედა მე დამმსჭუალავთ…“

6)„მამაო, ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“ (ლუკ. 23, 46)

აი, ეს ჟამიც დადგა. უფალი ტოვებდა მიწიერ ცხოვრებას. როგორი სიდიადე და

სიწმინდეა, როდესაც მორწმუნე მიიცვალება ღმრთისადმი ამგვარი სიტყვებით:

„ხელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა“. მაგრამ არა მარტო დიადი და წმიდაა

ამგვარი წუთები, არამედ ნაღვლიანიც. ამქვეყნიდან გასულ სულს ხომ არაფერი

შეცვლის. ადამიანის სიცოცხლე აღარ მეორდება ამ სოფლად და თუ მორწმუნის სული

გარდაცვალებისას სიკვდილიდან ზეციურ სიცოცხლეში გადადის, ობლდება ქვეყანა;

მისი ერთი კუთხე-კუნჭული მაინც. ეს დედამიწაზე მუდმივი დაობლების და

ჭმუნვა-წუხილის წყარო და ყველაზე იდუმალი და საშინელი რამ არის კაცობრიობის

ისტორიაში. უფალი ტოვებდა ამ სოფელს…

7)„აღსრულებულ არს…“ (იოან. 19, 30)

ქრისტეს ჯვრით დასრულდა ძველი ცხოვრება და დაიწყო ახალი, რომელშიც

აღორძინდა ადამიანის სული. გოლგოთაზე ნათლად გამოიკვეთა საშინელება გზისა,

კაცობრიობა რომ ვიდოდა ქრისტემდე. ადამიანს საშუალება მიეცა სინანულისა.

გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, ნათლისა ბნელთან, ქრისტესი

ამა სოფლის თავადთან.

აღსრულდა, მაგრამ არ დასრულებულა. ქრისტიანული სინდისი ვერ დამშვიდდება,

ვერ მიეცემა სულიერ სიხარულს, ვერ მოისვენებს ქრისტეს ჯვრის ჩრდილქვეშ. ხატება, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება ამასოფლის უსჯულოებასთან

შეურიგებლობის და სიმართლისათვის ბრძოლის სულისჩამდგმელი და ქრისტეს ეკლიან

გზაზე მავალთა ნუგეშინისმცემელი.აღსრულდა ქრისტეს საქმე ამქვეყნად და არ დასრულდება ვიდრე დიადი დღის

დადგომამდე, როცა ძე კაცისა თავის მეორე „აღსრულებულ არს“ იტყვის. „ვიქმენი

მეანი და ჰოე, დასაბამი და დასასრული… რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე

ყოველი და ვიყო მისა ღმერთ და იგი იყოს ჩემდა ძე“ (გამოცხ. 21, 6-7)

თხოვნაა გააზიაროთ და გაავრცელოთ უფლის სიტყვა, ეს ყველა ქრისტიანის ვალია, ღმერთი გვფარავდეს ყველას! ამინ!

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleმამა გაბრიელის სიბრძნეები, რომლებიც რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარება
Next Article მოულოდნელად მომეჩვენა, რომ წმინდა ეფრემი გამოვიდა ხატიდან და მეუბნება: “შენი შვილი ავადაა და შენ კი აქ ზიხარ”

Related Posts

“მოდის მიწისძვრები, ათასი უბედურება” – მამა გაბრიელის წინასწარმეტყველება

10/02/2023

ერთხელ, ღამით მამა გაბრიელს მძარცველი დაესხა თავს და ფული მოსთხოვა… – მამა გაბრიელის უცნობი ისტორია

23/03/2022

რა სასწაულები ხდება მონასტრის ტერიტორიაზე, სადაც საუკუნეების განმავლობაში ღვთისმშობლის კვართი, მაცხოვრის წვერის ღერი და იოანე ნათლისმცემლის მთელი სხეული ინახებოდა და როგორ იკურნებიან „დედოფალთან“ ლოცვისას სიმსივნისგან

29/08/2021
უახლესი სტატიები

“შვილი მომიკლეს და შემდეგ..” – ნახეთ სასტიკად მოკლულის ბიჭის დედამ სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა

29/05/2023

”დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა…” – ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ახლახანს გარდაიცვალა

28/05/2023

“ცნობილი ხდება ექსპერტიზის პასუხი..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა აღმოაჩინეს 12 წლის დაღუპული გოგონას სხეულზე

28/05/2023

”თავში აგური ურტყა და ბოლოს ასეთი რამ გაუკეთა…” – კახეთში ქალი საზარელი სიკვდილით მოკლეს

28/05/2023
პოპულარული სტატიები
საზოგადოება

“ცნობილი ხდება ექსპერტიზის პასუხი..” – ნახეთ ვერ წარმოიდგენთ რა აღმოაჩინეს 12 წლის დაღუპული გოგონას სხეულზე

28/05/202301 Min Read

12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე ცნობილი ხდება ტრანსოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის პასუხები. დოკუმენტის თანახმად, გოგონას…

”თავში აგური ურტყა და ბოლოს ასეთი რამ გაუკეთა…” – კახეთში ქალი საზარელი სიკვდილით მოკლეს

28/05/2023

“მოკლული იპოვნეს, საცოდავი ჯერ ჭაში ჩაუგდიათ და შემდეგ უსასტიკესი რამ გაუკეთეს..” – ნახეთ შეძრულია მთელი ქვეყანა

26/05/2023

“ჩემი შვილი რამოდნიმე წლის წინ გარდაიცვალა,3 წლის შემდეგ კი მისი საფლავი გავხსენი და შავი ცელოფანი დამხვდა, შიგნით კი ისეთი რამ იყო გავოგნდი..”

28/05/2023
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

“შვილი მომიკლეს და შემდეგ..” – ნახეთ სასტიკად მოკლულის ბიჭის დედამ სულისშემძვრელი განცხადება გააკეთა

29/05/2023

”დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა…” – ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ახლახანს გარდაიცვალა

28/05/2023

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2023 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.