presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
Facebook Twitter Instagram
კვირა, აგვისტო 14
  • რეგისტრაცია
  • შესვლა
  • კონტაქტი
presa
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • რელიგია
  • გართობა
  • სოციალური მედია
  • ეს საინტერესოა
  • სხვა კატეგორიები
    • სამართალი
    • ჰოროსკოპი
    • სხვადასხვა
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • ჯანმრთელობა
presa
Home»ეს საინტერესოა»”ძვირიანი ჯიპი გაჩერდა, გადავხედე და ჩემი ნაცნობი ყოფილა, მოვიკითხე და დედამისზე ვკითხე როდის ჩამოდისთქო, მან კი ისეთი რაღაც მითხრა რომ სიმწრისგან გამეცინა!”
ეს საინტერესოა

”ძვირიანი ჯიპი გაჩერდა, გადავხედე და ჩემი ნაცნობი ყოფილა, მოვიკითხე და დედამისზე ვკითხე როდის ჩამოდისთქო, მან კი ისეთი რაღაც მითხრა რომ სიმწრისგან გამეცინა!”

presaBy presa11/04/2021კომენტარები ჯერ არ არის3 Mins Read
Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Share
Facebook Twitter LinkedIn Pinterest Email

ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
შუქნიშანზე წითელი აინთო, დავამუხრუჭე, გვერდით ძვირადღირებული ,,ჯიპი,, ჩამიდგა, მძღოლი სახეგაბადრული მიყურებს. ვიცანი, დიდი ხნის ნაცნობი იყო, წლებია არ მენახა, გადავაყენეთ მანქანები, ტრადიციული მისალმება, მოკითხვა.
გავიგე, ბინა უყიდია 4 ოთახიანი, მეუღლე და სამი შვილი ყავს, კარგი მანქანა.
გამიხარდა გულწრფელად -ეტყობა კარგად ხარ, კარგია ძალიან-ვუთხარი.

– დედა-მამა?-ვკითხე.

– დედა ამერიკაშია 15 წელია, მამა აქ ,,ჩემთან,, ხანდახან სოფელში მიდის, თუ არადა უბნის ,,ბიჭებთან,, გაყავს მთელი დღე.

-15 წელი? გამიკვირდა-აღარ ჩამოდის?

-ჩამოდის? აქ რა უნდა აკეთოს, ამხელა ოჯახს შენახვა არ უნდა, მე ვერ ვმუშაობ, ბავშვები დამყავს სკოლაში, ცეკვაზე, მუსიკაზე, კალათბურთზე, მეუღლე ოჯახში, ამდენ ადამიანს ჭამა ხომ უნდა…

-ჰმ-სიმწრისაგან გამეცინა და ძვირადრირებული ,,ჯიპისკენ,, გავაპარე მზერა.

– კაი მანქანაა არა, მოგეწონა?-მკითხა.დედაჩემს კარგად უხდიან, ერთ ბებოს უვლის.

-კარგია, კარგი, მე ნაკლები წვის ვიყიდე, ძვირია საწვავი და ჩემს მანქანას გავხედე, მისი მანქანის ღირებულების მესამედი რომ ღირდა.

-ეს გყავს? აუ ,,ჯიპი,, ჯობია, დამიჯერე და კმაყოფილება გაუკრთა თვალებში.

-ამ დღეებში დაბადების დღე მაქვს, რესტორანსი ვიხდი, დაგირეკავ…

საათს დავხედე, მეჩქარებათქო და სასწრაფოდ გამოვემშვიდობე, მანქანაში ჩავჯექი. წავიდა. დიდხანს ვიჯექი საჭესთან, და ვფიქრობდი, ძალიან დიდხანს ვფიქრობდი…

– ,,რა უნდა აკეთოს? დიდ ოჯახს შენახვა უნდა ,,-თავში მიკაკუნებდა ეს სიტყვები.

-,,რა უნდა აკეთოს?,,

65 წლის ასაკში რა უნდა აკეთოს? უცხო ქვეყანაში ,,ერთ ბებოს,, კი არ უნდა უვლიდეს, იმისთვის, რომ შენ ძვირადღირებული მანქანით იარო და თავი მოიწონო და დიდი ოჯახი კი არ უნდა არჩინოს, შენ არჩინო, იცი რა უნდა აკეთოს? ამ ასაკში თავის სამშობლოში, თავის სახლში უნდა იყოს და უზრუნველ სიბერეს თუ ვერ შეუქმნი, ტვირთად მაინც არ უნდა დააწვე შენი ცოლ-შვილით.

მეუღლე დროის გაყვანაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, თავის მეუღლეს მ ე უ ღ ლ ე დ უნდა ედგეს გვერდით.

თუ გიფიქრიათ მამ-შვილს და გიკითხავთ- როგორ არის (არა ზედაპირულად) რა სტკივა, რა უნდა, რა და როგორ მოსწონს, თქვენ აქ რომ დროის გაყვანაზე ფიქრობთ, ის დრო მისთვის წუთები საუკუნო ჯოჯოხეთად ქცეულა, მონატრების ჯოჯოხეთად, გიფიქრიათ თუ როგორ ელოდება ღამეს, არა იმისთვის რომ დაიძინოს, არამედ თქვენზე იფიქროს და ფიქრებით მაინც იყოს თქვენთან.

მე შენს ძვირადღირებულ ,,ჯიპს,, ჩემი იაფფასიანი მანქანა მირჩევნია და ეს მანქანა იმისთვის მაქვს, რომ შენსავით კი არ მოვიწონო თავი, არამედ იმისთვის, რომ დედას მოვემსახურო, რათა სიბერეში ფეხები არ დაეღალოს.

მე ზუსტად ვიცი, რომ არ მოვალ შენს დაბადების დღეზე რესტორანში, სადაც ალბათ დედის სადღეგრძელოს შეზარხოშებული ყანწით დალევ და თუ მე ვერ დავლევ, აღშფოთდები და მეტყვი:

-როგორ, დედის სადღეგრძელოს არ დალევ? დედა არ გიყვარს?

ეხ, შენ რაიცი რა არის დედის სიყვარული.

მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე, რადგან მე ვიცი ამ ლამაზი სუფრის უკან რამდენი ცრემლი, ტკივილი, უძილოდ ფიქრებში ნათენები ღამე, სევდა და დარდი იმალება.

მე არ მოვალ შენს დაბადების დღეზე.

…რადგან შენ იქ, შუქნიშანთან დამთავრდი ჩემთვის და არც არასდროს დაბადებულხარ-სიტყვებით:

,,აქ რა უნდა აკეთოს?,,

მუხლს ვიყრი და ქედს ვიხრი ქართველი ემიგრანტი დედების და ცოლების წინაშე, თქვენ ორდენის გარეშე დარჩენილი გმირები ხართ !

წყარო: genews.ge

Share. Facebook Twitter Pinterest LinkedIn Tumblr Email
Previous Articleორსული ქალი ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ პოლიციამ დააკავა. ნახეთ რა შენიშნა პოლიციამ ფოტოზე…
Next Article “მივოლოცოთ ულამაზესი წყვილია,სულ მალე ქორწილი იქნება..” – ნახეთ ვინ არის ირაკლი მაქაცარიას საცოლე, რომელიც ცნობილი ექიმის ქალიშვილია (ფოტოები)

Related Posts

ჯარისკაცი ყოველთვის აჭმევდა კობრას,მას წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ ის გადაარჩენდა ერთხელაც

06/08/2022

“გახდება თუ არა ფასიანი სასწრაფოს გამოძახება? ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებას აკეთებს..”

05/08/2022

დიდი სკანდალი-პოლიციელები ფორმას იხდიან და ქვეყნიდან მიდიან – სისტემიდან 5428 თანამშრომელი წავიდა

31/07/2022
უახლესი სტატიები

„კეთილი, სიცოცხლით სავსე იყო…“ – ვინ არის 34 წლის ქალი, რომელიც შვილმა მოკლა

14/08/2022

სოსო გოგაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საუბარს ასაჯაროვებს

14/08/2022

“ხუთ წელში მოვკვდები ვფიქრობდი …” – სანდა რულოვსმა საიდუმლო გაამხილა

14/08/2022

“ერთი ადგილზე დაიღუპა მეორე კი… 21 წლის ბიჭები იყვნენ…” – ცოტახნის წინ შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა

13/08/2022
პოპულარული სტატიები
სამართალი

„კეთილი, სიცოცხლით სავსე იყო…“ – ვინ არის 34 წლის ქალი, რომელიც შვილმა მოკლა

14/08/202202 Mins Read

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ლილოს დასახლებაში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა გუშინ, 13 აგვისტოს…

სოსო გოგაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საუბარს ასაჯაროვებს

14/08/2022

“ხუთ წელში მოვკვდები ვფიქრობდი …” – სანდა რულოვსმა საიდუმლო გაამხილა

14/08/2022

“ერთი ადგილზე დაიღუპა მეორე კი… 21 წლის ბიჭები იყვნენ…” – ცოტახნის წინ შემზარავი ინფორმაცია გავრცელდა

13/08/2022
ჩვენს შესახებ

გასართობი საინფორმაციო საიტი

„კეთილი, სიცოცხლით სავსე იყო…“ – ვინ არის 34 წლის ქალი, რომელიც შვილმა მოკლა

14/08/2022

სოსო გოგაშვილი ოლიგარქ ივანიშვილის და სხვა მაღალჩინოსნების საუბარს ასაჯაროვებს

14/08/2022

გამოიწერეთ სიახლეები

მიიღეთ სიახლეები სწრაფად

  • About
  • კონტაქტი
  • Privacy Policy
© 2020 - 2022 presa.cc

Type above and press Enter to search. Press Esc to cancel.