“15 წლის ბიჭის დედამ ტელეფონში სექსუალური აქტის ფოტო-ვიდეო მასალა აღმოაჩინა”- 25 წლის მასწავლებელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

0

აშშ-ში, კენტუკის შტატის მასწავლებელი გაუპატიურების მესამე ხარისხის ბრალდებით გაასამართლეს. მას ბრალად ედება მე-8 კლასელ მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება. 25 წლის ალექსანდრა ალენი ჯორჯთაუნის პოლიციამ ორშაბათს დააპატიმრა.

loading...

დამნაშავის დაპატიმრების ორდერი მას შემდეგ გაიცა, რაც თინეიჯერის დედამ შვილის მობილურ ტელეფონში მასწავლებელთან გადაღებული სექსუალური აქტის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა აღმოაჩინა. სასამართლო გამოკითხვაზე სკოლის მოსწავლემ დაადასტურა, რომ მას ალენთან სექსი ჰქონდა. გამოძიების თქმით, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა 3 სხვადასხვა ლოკაციაზე გასული წლის მარტიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის სასტუმროს შენობაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია აქვეყნებს.

ალენი დანაშაულს არ აღიარებს. მას 2500 $ -ის გადახდა დაეკისრა და აგრეთვე აეკრძალა კონტაქტი მსხვერპლთანაც.

loading...

Share.