მაშველებმა წყალტუბოში, მდინარე ლეხიდარში 17 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გარდაცვლილი სოსო მანაგაძეა.
როგორც მედიაში ვრცელდება, 17 წლის ბიჭს ხიდზე ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, მის საშველად მდინარეში მამაც შევიდა, თუმცა შვილის დახმარება ვერ შეძლო.