17 წლის გოგონა მამამ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვა – დიდი ტრაგედია, რომელსაც მთელი გორი გლოვობს

0

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს. dianews.ge-ს ინფორმაციით, 17 წლის გოგო მამამ საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

loading...

როგორც ირკვევა დაღუპული 17 წლის ქეთა იარდალაშვილია. ქეთას სოც ქსელში ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან.

”ვაიმე ქეთი სიტყვებს ვერ ვპოულობ”

”ღმერთო ,სიტყვები არ მყოფნის”

”როგორი დიდი ტკივილი ხარ ქეთო…” – წერენ ახლობლები..

loading...

Share.