სამართალდამცველებმა გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის მეუღლე გამოკითხეს.
როგორც საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ მანუჩარ კობახიძემ განაცხადა, მას კითხვები დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნახა ახალციხის კლინიკაში მისულმა.
loading...
“მეგიზე იმდენი გამოძიება არაა დაწყებული, რაც ჩემზე… 187-ე მუხლით არის ჩემზე საქმე აღძრული.. ნივთის დაზიანება საავადმყოფოში. ჩემზეა გამოძიება.
არ მითხრეს არაფერი… რა კითხვები დამისვეს და – რა მოხდა საავადმყოფოში, რა ვნახე და ყველაფერი ვუპასუხე. მერე გეტყვით, რა ვუთხარი”, – ამბობს მანუჩარ კობახიძე. მის კომენტარს “მთავარი არხი” ავრცელებს.
loading...