ბათუმელი ტრანსგენდერი დადუ კარამ საკუთარ ცხოვრებაზე ღიად ისაუბრა, ამბობს რომ უკვე რამდენიმე წელია სექსმუშაკია, რადგან სხვანაირად თავს ვერ ირჩენს, მიუხედავად იმისა, რომ 6 ენა იცის საქართველოში ვერსად მუშაობა ვერ დაიწყო. არც ის უხარია რასაც ახლა აკეთებს, უნდა წყნარი ცხოვრება, წყნარი ძილი, მაგრამ იძულებულია ეს საქმე აკეთოს.
“2-3 წელია, რაც სექსსამუშაოში ვარ ჩართული. ეს არის ჩემი ერთადერთი შემოსავალი საქართველოში, ვიყო სექსმუშაკი და ამით ვირჩინო თავი, გადავიხადო ქირა, კომუნალურები, ვიყიდო ტანსაცმელი და მივხედო საკუთარ თავს.
მე ვმუშობდი საზღვარგარეთ ერთ-ერთ საავადმყოფოში თარჯიმნად. ერთ დღეს გადავწყვიტე დავბრუნებლიყავი ჩემს ქვეყანაში გარკვეული მიზეზების გამო. დავბრუნდი. ვფიქრობდი, რომ ჩემს ქვეყანაში სხვანაირი სიტუაცია დამხვდებოდა. მაგრამ რომ ჩამოვედი სულ სხვა ვითარება დამხვდა. ვერც სამსახური ვიშოვე, ვერც ვერაფერი და გადავწყიტე ჩავრთულიყავი სექსსამუშაოში.
ჩვენც გვინდა სწავლა-განათლება, უნივერსიტეტში სიარული, მეგობრებთან ერთად ქუჩაში სიარული, გვინდა გვყავდეს ოჯახები, საყვარელი ადამიანები.
მე 6 ენა ვიცი, მაგრამ ვერსად სამსახური ვერ ვნახე, იმიტო, რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი.
მუშაობა მინდა, სწავლა მინდა, განათლება მინდა, მშვიდი ძილი მინდა… არ მიხარია სექსმუშაკად მუშაობა”, – ამბობს დუდუ კარა.