20 წლის ქალი 11 თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა – საბერძნეთში 36 წლის ქართველი დააკავეს

0

სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში – 20 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, 36 წლის ქართველი კაცი დააკაევს.
როგორც ირკვევა, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ თანამზრახველთან ერთად, საბერძნეთის გარეუბანში, მდიდარი მფრინავის სახლში შეიჭრა, მოსამსახურე და ქალის ქმარი გაკოჭა და ბრიტანეთის მოქალაქე გოგო, 11 თვის ჩვილის თანდასწრებით მოკლა. 36 წლის ბრალდებულმა მოკლა ძაღლიც, რომელიც მას სავარაუდოდ წინააღმდეგობას უწევდა.
ბერძნული მედიის ცნობით,

loading...

მამაკაცი მაშინ დააკავეს, როცა ის ყალბი პასპორტით საბერძნეთიდან ავტომობილით გარბოდა. სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქე ბულგარეთის საზღვართან, ევროსთან დააკავეს. საქმე დნმ-ს კალის აღმოჩენის შემდეგ გაიხსნა.

მედია წერს, რომ მამაკაცი ნასამართლევია, მათ შორის პიკერმიში მოხუცი წყვილის გაძარცვის საქმეზე.

წყარო: ტვპირველი

loading...

Share.