“22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის 2 000 ლარით დაჯარიმდებით..” – ნახეთ რა შეზღუდვები დაწესდება და რომელ ქალაქებში ამოქმედდება

0

9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება. როგორც ქვეითებისთვის ისე ავტომობილებისთვის.
ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

loading...

„ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვებთან დაკავშირებით სანქციები უკვე განსაზღვრულია კანონით, რომელიც საკარანტინო ღონისძიებებს არეგულირებს. ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს უკვე დაწესებული სანქცია – 2000 ლარი ფიზიკურ პირებზე, 10 000 ლარი – იურიდიულ პირებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

loading...

Share.