საშინელება დატრიალდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში. სანიაღვრე არხში, 9 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა გუშინ, 17 ივნისს, 21:00 საათზე მოხდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი საცხოვრებელ სახლთან მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. ძებნის შემდეგ ბავშვის კვალს სარწყავს არხში მიაკვლიეს, რომელიც დასახლებულ უბანში მდებარეობს.