საბერძნეთიდან ქართველი ემიგრანტები უმძიმესი ავარიის შესახებ იტყობინებიან. ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი ემიგრანტის ქალიშვილი ავარიაში მოყვა. დაშავებული გოგონას დედა წარმოშობით ზუგდიდელია და წლებია იქ ცხოვრობს. სამი წლის ლილეს და მის თანმხლებ ქალს მოტოციკლი დაეჯახათ. მომხდარი ავარიის შედეგად სამი წლის გოგონა რეანიმაციაში გადაიყვანეს.“ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ანგელოზო! შენ გაიმარჯვებ! შენი მშობლები საუკეთესო ადამიანები არიან და ღმერთი არ გასწირავს არც მათ და არც შენ!ჩემო თოჯინა, შენ ძალიან მალე გამოჯანმრთელდები და ეს ყველაფერი, ერთი ცუდი სიზმარივით ჩაივლის… შენი იმედი გვაქვს უფალო!”,- წერს ემიგრანტი ქალი სოციალურ ქსელში. წყარო:ambavi.club
ავტორი: presa
სოციალურ ქსელში, თამუნა მუსერიძის მიერ შექმნილ ჯგუფში ემოციური ისტორიები ხშირად წაგვიკითხავს. ჯგუფის დახმარებით ბევრ მშობელს, შვილს ერთმანეთი წლების შემდეგ უპოვიათ. ტყუპი შვილების პოვნის იმედი აქვს დიანა გაბისონიასაც, რომელსაც საავადმყოფოში უთხრეს, რომ ტყუპები გარდაიცვალნენ, მოგვიანებით კი მან აღმოაჩინა, რომ ბავშვების საფლავები გათხრილი იყო. სწორედ ამიტომ დიანას სჯერა, რომ მისი ტყუპი ბიჭები ცოცხლები არიან. „2003 წლის 11 აგვისტოს თბილისის მე-4 სამშობიაროში, რომელიც მდებარეობს ორთაჭალაში გავაჩინე ტყუპი ბიჭები, ოთარი და ზურაბ თოდუები. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასე გვითხრეს ექიმებმა, გადაიყვანეს ჟვანიას კლინიკაში, თუმცა იქიდან გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში. რამდენიმე დღეში, ჯერ ერთის ცხედარი გადმოგვცეს და შემდეგ მეორე ჩვილის. დავასაფლავეთ სხვადასხვა დღეს,…
1867 წელს მონადირეთა ჯგუფს, სატვირთო მანქანების გაჩერება მას შემდეგ მოუწია, რაც ინდოეთის ჩრდილოეთ, პროვინციაში. ბულანდშაჰრის ტყეებში უცნაური სცენა იხილეს-უღრან ჯუნგლებში, მგლების ხროვას წინ მიუძღოდა ოთხზე მდგარი მოზარდი, რომელიც ცხოველებთან ერთად, ერთად გამოქვაბულში გაუჩინარდა. მონადირეებისთვის ამ სურათის ხილვა, გასაკვირზე უფრო საშიში იყო. მონადირეები დიდხანს ცდილობდნენ, მგლების ხროვა გამოქვაბულიდან ცეცხლის დახმარებით მოეხდინათ, თუმცა უშედეგოდ. საკმაო დროის გასვლის შემდეგ, ცხოველები მოზარდთან ერთად, ღია სივრცეში თავად გამოვიდნენ. მონადირეებმა მგლები დახოცეს, მათთან ერთად აღმოჩენილი მოზარდი კი, შეიპყრეს. ველურ ბავშვს, მონადირეებმა დინა სანიჩარი დაარქვეს. დინა სანიჩარი, სავარაუდოდ, ექვსი წლის ინდოელი ბიჭია, რომელიც ფაქტობრივად მგლებმა გაზარდეს ჩრდილოეთ ინდოეთში, ბულანშერის ტყეებში. სანიჩარი იყო ერთ-ერთი მრავალი ველური ბავშვიდან, რომელიც…
რიო დე ჟანეიროს ერთ-ერთ სასტუმროში 31 წლის ილია კახაბერიძე მოკლული იპოვეს. ადგილობრივი მედია, წერს რომ იგი საწოლში მიბმული იყო. მათივე ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია, ცხედარი კი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 41 წლის უოლას დე ოლივეირა გომესი, რომელიც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების მიხედვით ამოიცნეს. ის ძარცვისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. როგორც სასტუმროს თანამშრომელმა პოლიციასთან განაცხადა, უოლესი და ილია სასტუმროში დაახლოებით, ღამის ორ საათზე შევიდნენ, დილის ექვსი საათისთვის კი შენობა მხოლოდ ერთმა მამაკაცმა დატოვა.მას შემდეგ, რაც მეორე მამაკაცმა სასტუმროდან გასვლა დააგვიანა, თანამშრომელს ეჭვი გაუჩნდა და ოთახის შესამოწმებლად შევიდა. იქ კი ცხედარი დახვდა. წყარო:siaxle.club
ყაჩაღობა ქობულეთში – TV25.GE-ს ინფორმაციით, დედა-შვილი თოკით დააბეს და სახლიდან ძვირფასეულობა წაიღეს. შემთხვევა სოფელ აჭყვისთავში მოხდა.მეზობლების ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა. TV25-ის ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობით ოქრო.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. წყარო:statiebi.club
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი, ყოფილი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. Ambebi.ge-ის ინფორმაციით ეს ცნობა ყალბია. ჯაჭვლიანი ცოცხალია, ამის შესახებ მისმა ახლობლებმა და ნათესავმა გვითხრეს. “ტყუილია, ვიღაცებს გაუვრცელებიათ ფეისბუქში, რა წესია, რა უბედურებაა. ადამიანი ცოცხალია და ნეკროლოგს უწერ, რა უბედურებაა. ეს საქციელი საზოგადოების დაზაფრვას ემსახურება, იმასაც, რომ ბოროტება სულში უზით. სოსო მძიმე სენს ებრძვის, მადლობა ღმერთს, ცოცხალია და კიდევ დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა”, – ამბობს Ambebi.ge-სთან სოსო ჯაჭვლიანის მეგობარი, პოეტი ერეკლე საღლიანი. ასევე, ჯაჭვლიანის მეგობარი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი გვეუბნება, რომ ჯაჭვლიანი ცოცხალია და სახლში იმყოფება. წყარო:statiebi.club
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 4 თვის წინ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი ჭაში ჩააბეტონეს, 26 წლის გიორგი მირზაშვილია. ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა. ავიაბილეთები როგორც ირკვევა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფლის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდნენ, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ. ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. დაკავებულები 24 და 27 წლის რუსთაველი ახალგაზრდები არიან. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციისა და კახეთის…
გიორგი მირზაშვილის დედა წლებია ემიგრაციაშია. მას შვილის სასტიკი მკვლელობის შესახებ ცოტა ხნის წინ აცნობეს. “კურიერი P.S.” თაკო მირზაშვილს ისრაელში დაუკავშირდა: “მკვლელობის შემდეგ, ჩემი შვილის მესენჯერით მომივიდა შეტყობინება, სადაც ნახსენები იყო მონასტერი, თითქოს იქ მიდიოდა. ამ დროს ჩემი შვილი უკვე მოკლული ჰყავდათ და რეალურად, მისი სახელით მწერდნენ მკვლელები. ეს ყველაფერი გააკეთეს კვალის ასარევად, რომ მე გიორგის ძებნა არ დამეწყო. ასევე, კვალის ასარევად ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს ამ 4 თვის განმავლობაში ჩემს შვილს ხედავდნენ ქალაქში. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, როგორც და რა მეთოდითაც მომიკლეს ერთადერთი შვილი, ასეთივე სიმკაცრით, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ორივე მკვლელი. არანაირი შეღავათი! მოვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს!” – განუცხადა “კურიერი P.S.”-ს…
ახლახანს ქართული რაგბის ლეგენდა ბორის ზიბზიბაძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “გარდაიცვალა ქართული და ქუთაისური რაგბის ლეგენდა ბორის ზიბზიბაძე. რაგბის კლუბი “აია” ღრმა მწუხარებას გამოხატავს და უსამძიმრებს ოჯახს” – ნათქვამია განცხადებაში.
12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმეზე ცნობილი ხდება ტრანსოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის პასუხები. დოკუმენტის თანახმად, გოგონას სხეულზე აღმოჩენილია უცხო პირის დნმ.“დავამატე ერთი ნიუანსი, რომელიც მახსოვდა და ჩაწერილი არ იყო. ტუჩზე ნახეთქი ჰქონდა” – აცხადებს გარდაცვლილი გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი “მთავარ არხთან”.