პირველი სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რეალობად იქცა. შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი ოფიციალური წერილით ადასტურებს, რომ ოლიგარქის 600 მილიონი დოლარი ანგარიშზე იყინება. უახლოეს მომავალში ამ თანხასთან დაკავშირებით არავითარი ოპერაცია არ განხორციელდება.
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკი არაორაზროვნად მიანიშნებს, რომ ფულის გაყინვის მიზეზიც პოლიტიკური ვითარებაა და მომავალშიც გადაწყვეტილების შეცვლა სწორედ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული.